შვეიცარიის კრიპტოვალუტა
მსოფლიოში სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კრიპტოვალუტის იდეა პოპულარული ხდება ბევრ ხელისუფლებას შორის, რომლებიც, როგორც ჩანს, მზად არიან, მკაცრი წესებით და რეგულაციებით შებოჭონ კრიპტოვალუტები.
“E-Franc”
Reuters-ის თანახმად, შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ მოითხოვა მოხსენება, რომელშიც ადგილობრივი კრიპტოვალუტის განვითარების საზრვრები და რისკებია განხილული. მათ გავრცელებული ინფორმაციით გადაწყვიტეს, რომ ამ ვალუტას “e-franc” უწოდონ - ციფრული ფრანკის, შვეიცარიის ვალუტის, გაერთიანება.
მთავრობის განცხადების თანახმად, E-franc-სა და ბიტკოინს შორის ერთადერთი განსხვავება იქნება ის ფაქტი, რომ e-franc-ი, როგორც კანონიერი საგადასახადო საშუალება, მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფოს მიერ, ბიტკოინი კი - კერძო პირების მიერ. ამის მიუხედავად, ძირითადი ტექნიკა ისევ იქნება საჯაროდ გაზიარებული ბლოკჩეინი.
ყველაფერი დამოკიდებულია შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ფედერალური საბჭოს მოთხოვნას.
ასეთი განვითარება შვეიცარიის საერთაშორისო ბანკის მიერ 2018 წლის მარტში გაკეთებულ გაფრთხილებას მოჰყვა, რომელმაც ცენტრალურ ბანკებს მიმართა და მოუწოდა, განეხილათ საკუთარი კრიპტოვალუტის გამოცხადებასთან დაკავშირებული სავარაუდო რისკები.
მოსალოდნელი დაბრკოლებები
იმ შემთხვევაში, თუ ქვედა პალატა მოხსენებას მხარს დაუჭერს, შვეიცარიის ფინანსთა მინისტრმა უნდა წარმოადგინოს კვლევა. თუმცა, მათ არ განუცხადებიათ, თანხმობის შემთხვევაში ზუსტად როდის გამოაქვეყნებენ მას.
კვლევა ჩატარებული იყო სოციალ-დემოკრატთა პარტიის ვიცე პრეზიდენტის, ქერდიქ ვერმუთის მიერ, რომელიც ქვეყანაში კანონშემოქმედებითობასაც მეთვალყურეობს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაბრკოლებაა წინ, 2018 წლის 17 მაისს გამოცხადებულ პასუხში, შვეიცარიის მთავრობამ შეთავაზებას მხარი დაუჭირა.
უფრო მეტიც, მოხსენებაში ნათქვამია, რომ e-franc-ის წარდგენისას დიდი რაოდენობით სამართლებრივი და ფინანსური ხარვეზები იყო, რომელიც ფედერალურმა საბჭომ გააცნობიერა.
ვერმუთი ამბობს:
“მოხსენება მოითხოვს, რომ შემოთავაზება მივიღოთ, რათა შეფასდეს e-franc-ის რისკები და შესაძლებლობები და ნათელი გახდეს მისი სამართლებრივი, ეკონომიკური და ფინანსური ასპექტები.”
ჯერ-ჯერობით, შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა გაფრთხილებები გამოთქვა ამ საკითხზე. არსებობს მოსაზრება, რომ კერძო პირების ხელში არსებული კრიპტოვალუტა უკეთესი და ნაკლებად პრობლემატური იყო, ვიდრე სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ციფრული ვალუტა.
მთავრობა ელექტრონული ქონების მითვისებას აგრძელებს
თავისი არაპროგნოზირებადი ბუნების გამო, კრიპტოვალუტამ სამართალმოქმედებს და საერთაშორიშო სამმართველო ორგანოებს შორის ფართო განხილვასთან ერთად დიდი მღელვარება გამოიწვია.
კრიპტოვალუტის ფასების უეცარი სწრაფი ზრდა და მთავარი ახალი ამბები, რომლებიც აქცენტს ამ ასპექტებზე აკეთებენ, ძირითადი ტექნიკის უპირატესობის მაგივრად, დამხმარე ფაქტორი იყო.
თუმცა, 2018 ბლოკჩეინის სივრცის სწრაფი განვითარების წელია სხვადასხვა სექტორის კომპანიებთან ერთად, რომლებიც ამ ტექნოლოგიას თავის ფუნქციებთან ათავსებენ.
ბევრი ქვეყანა მაგალითს მიყვება; ისინი ატარებენ ტესტებს და აფასებენ სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილ შესაძლო კრიპტოვალუტებს.
შვედეთის Riksbank-მა გამოაცხადა საკუთარი ციფრული ვალუტა, e-crown-ი, რომელიც შეიძლება გამოსავალი იყოს ნაღდი ფულის გამოყენების შემცირებით გამოწვეული პრობლემისას და შეამსუბუქოს მკაცრი საგადასახადო სისტემა.
წყარო: https://btcmanager.com