top of page

ბანკები იმაზე მალე დაიწყებენ კრიპტოვალუტებით ვაჭრობას, ვიდრე ეს ხალხს ჰგონია


J.P. Morgan-ის ბლოკჩეინ დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი აღარ მუშაობს Wall Street-ზე. თუმცა, ის აცხადებს, რომ მსხვილი ბანკები, როგორიცაა J.P. Morgan, კრიპტოვალუტების ბიზნესში ძალიან მალე ჩაერთვებიან.


„ჩემი აზრით ეს დრო იმაზე მალე დადგება, ვიდრე ხალხს ჰგონია“ - აცხადებს ემბერ ბელდეთი. „თუმცა, იქაც კი, სადაც არსებობს დიდი სურვილი, საქმეს რეგულაციები ართულებს“.


მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინში ინვესტორებმა შარშან წარმოუდგენლად დიდი 1,300%-იანი მოგება ნახეს, ბანკების უმეტესობა მაინც თავს არიდებს კრიპტოვალუტებს. Goldman Sachs-ი ერთ-ერთი პირველი იქნება უმსხვილეს ბანკებს შორის, რომელიც მომხმარებლებს ბიტკოინით ვაჭრობის სერვისს შესთავაზებს.


თუმცა, ისეთი მსხვილი ბანკები და ბირჟები, როგორიცაა იაპონიის საინვესტიციო ბანკი Nomura და ციფრული ბირჟა Coinbase, მომხმარებლებს უსაფრთხოების ახალ მეთოდებს სთავაზობენ მათი აქტივების დასაცავად.


მას შემდეგ, რაც ემბერ ბელდეთმა აპრილში განაცხადა, რომ J.P. Morgan-ს ტოვებდა, ბანკის სამომავლო გეგმები სპეკულაციის მიზეზი ხდებოდა. ბელდეთმა გაასაჯაროვა მისი ახალი სტარტაპის შესახებ კონსესუსის კონფერენციაზე ნიუ-იორკში. ახალი სტარტაპი მომხმარებლებს სთავაზობს App Store-ის ტიპის მომსახურებას, თუმცა მხოლოდ იმ პროექტებზე, რომლებიც დაფუძნებულია ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე.


„დღეს არ არსებობს ასეთი პროექტების პოვნის მარტივი გზა, გუგლიც კი არ იძლევა საკმარის ინფორმაციას. ამიტომ, მნიშვნელოვანი მგონია არსებობდეს საერთო ბაზა, სადაც ყველა შეძლებს აპლიკაციების პოვნას და განთავსებას“ - აცხადებს ბელდეთი.


ბელდეთი თამაშობდა მნიშვნელოვან როლს J.P. Morgan-სა და ბლოკჩეინის ათვისების პროცესებში. Fortunate-ის სტატისტიკით ის შედის 40 წლამდე 40 ყველაზე გავლენიან ახალგაზრდა ადამიანებს შორის ბიზნეს სამყაროში.


წყარო: https://www.cnbc.com

bottom of page