top of page

აღარანაირი გაურკვევლობა: სამხრეთ კორეა მზადაა, მიიღოს G20-ის მიერ დადგენილი კრიპტოვალუტის ერთიანი რე


რადგანაც G20 მუშაობს ერთიანი რეგულაციების შექმნაზე კრიპტოვალუტასთან მიმართებაში, სამხრეთ კორეის ხელისუფლება - სიდიდით მესამე კრიპტოვალუტის ბაზარი მსოფლიოში - გეგმავს, ნებისმიერი პოლიტიკით ჩაერთოს სახელმწიფოების საერთაშორისო ფორუმზე, რის გამოც ცენტრალური ბანკების მმართველები ამოქმედნენ.


‘ჩვენ უფრო მონდომებით ვეცდებით ყველაფრის გამოსწორებას’


China Money Network-ის მიხედვით, ადგილობრივი მედია გადმოსცემს, რომ კორეელი რეგულატორები დაეთანხმნენ Financial Action Task Force-ის სტანდარტებს თავიანთი კრიპტოვალუტის პოლიტიკის სასარგებლოდ.


სამხრეთ კორეის ფინანსური ზედამხედველობის სამსახურმა (FSS) გამოაცხადა: „თითქმის გარკვეულია, რომ კრიპტოვალუტები კლასიფიცირებული იქნება როგორც აქტივები, თუმცა მთავარი პრობლემა იქნება, თუ როგორ დავარეგულიროთ ზუსტად ეს ყველაფერი ერთიან ჩარჩოში მოთავსებით, რომელიც მისაღები იქნება G20-ის ყველა ერისთვის. ახლანდელი მდგომარეობა კარგად არ გამოიყურება, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობებს, რომ გამოვასწოროთ ეს ყველაფერი“.


თუ სამხრეთ კორეა მიიღებს G20-ის ერთიან რეგულაციებს, ეს დიდი მიღწევა იქნება კრიპტოვალუტისთვის, როგორც ეს სხვა ქვეყნების - არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, ამერიკა, და ევროპის კავშირი - შემთხევაში იყო.


ფინანსური პოლიტიკის შემქმნელები G20-ის საწევრო შტაბიდან, აცხადებენ, რომ გეგმავენ, ამ წლის ივლისში მოქმედებაში შეიყვანონ ერთიანი რეგულაციების პირველი მცდელობა.


შერეული სიგნალები


სიახლეები, რომლებიც სამხრეთ კორეის მიერ G20-ის რეგულაციების აღიარებას ეხება, ამავე ქვეყნის ფინანსური სამსახურის კომისიისგან (FSC) მოდის. ამ უკანასკნელმა გააფართოვა თავისი გამოკვლევის სფერო, რომელმაც კრიპტოვალუტის შინაგანი ბაზრის ოპერატორები მოიცვა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც მათ სთხოვდნენ მსოფლიოს მასშტაბით კოორდინაციას კრიპტოვალუტისა და ციფრული აქტივების რეგულაციებთან დაკავშირებით.

FSC-ს პოზიცია რადიკალურად განსხვავდება იუნ სუკჰეუნის გამოქვეყნებული მასალისგან, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ გეგმავს, შეამსუბუქოს რეგულაციები კრიპტოვალუტის ბაზრისთვის. FSS-ს ახალმა აღმასრულებელმა მანამდე გამოახადა, რომ კრიპტოვალუტისთვის რამდენიმე პოზიტიური ასპექტი ჩანს.


FSS და FSC ერთად მუშაობენ, თუმცა ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციებს. FSC პასუხისმგებელია პოლიტიკურ რეგულაციებზე, ხოლო FSS იკვლევს და აკვირდება ფინანსურ დაწესებულებებს. კრიპტოვალუტის რეგულაციებთან დაკავშირებით, პროექტზე ერთიანი შეტყობინებით უარის თქმამ შერეული სიგნალების გაგზავნა გამოიწვია დარჩენილ, ფართო კრიპტოვალუტის ბაზარზე.


G20-ის მიერ დადგენილი რეგულაციების მიღება, საბოლოოდ, ნათელს მოჰფენს კრიპტოვალუტის ბაზრის სიტუაციას სამხრეთ კორეაში.


რას ფიქრობ სამხრეთ კორეის გეგმებზე კრიპტოვალუტის რეგულაციების მიღებასთან დაკავშირებით? შენი აზრით ეს საბოლოოდ გაფანტავს მუდმივ გაურკვევლობას, რომელიც მოდის აღმოსავლეთ აზიური ქვეყნებიდან? დატოვე შენი მოსაზრება კომენტარებში.


წყარო: http://bitcoinist.com

bottom of page