Huobi-ის მონეტა: ახალი პოპულარული აქტივი?
კორეის წამყვანმა ბირჟამ საბოლოოდ გამოუშვა თავისი მონეტა იმ იმედებით, რომ მათ ისეთივე აღიარება და წარმატება ექნებათ, როგორც Binance-ის მონეტას (BNB).
Huobi (HT), კორეის ერთ-ერთი წამყვანი ბირჟა, მოგვიანებით გააცნეს სამყაროს, როგორც ვალუტა. თუმცა, ახლა HT იპყრობს ყურადღებას კრიპტო სამყაროში, როგორც შეუცვლელი საშუალება ჰუობის სავაჭრო ეკოსისტემაში.
უახლესი საბაზრო გამოკვლევებით, HT-მ განაგრძო მომატება და 20%-ით გაიზარდა, ხოლო ბოლო 24 საათში - 10%-ით 4.74 დოლარამდე.
„თუ ჰუობი Binance-ის ფასს მიაღწევს, ეს იქნება ფასის თითქმის 6-ჯერ ზრდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, HT-ს გაყიდვების უფრო დიდი რაოდენობა ჰქონდა, ვიდრე BNB-ს.“ – Breezer.
ჰუობი ახლოსაა, რომ გაასწროს BNB-ის გაყიდვების რაოდენობაში, ეს დამოკიდებულია აქტივებზე. თუმცა, მშობლიურ მონეტასთან ერთად, ვაჭრობის რაოდენობამ შესაძლოა გაცილებით დიდ რიცხვს მიაღწიოს. ეს მონეტები ლიკვიდურობის შემანარჩუნებელი საშუალებებია, ხოლო KuCoin Shares-ის სხვა მაგალითია ციფრული აქტივები, რომლებიც მიბმულია ბირჟებზე.
ჰოუბი მონეტა საქმეში 5 თებერვლიდან ჩაერთო, თუმცა მისი ვაჭრობაში ჩართვა მხოლოდ აპრილის ბოლოს მოხდა. ამ რამდემინე კვირის განმავლობაში, HT-მ თანდათანობითი, მაგრამ სასტიკი ზრდა განიცადა, ერთ თვეში x2-ზე მეტით.
ამ მონეტის საბაზრო სასტარტო ფასი Binance-ის მონეტის (BNB) მსგავსი იყო. BNB-მ მრავალი ცვლილება განიცადა და მისი ფასის საბოლოო მწვერვალი 20 დოლარი აღმოჩნდა. HT-ის ბედი ჯერ კიდე გაურკვეველია, მაგრამ ამ წლის პროგრესის მიხედვით, მისი გავლენა ჯერჯერობით მხოლოდ იზრდება.
წინა დღეებში, HT-ის გაყიდვების საერთო მოცულობამ 1.5 მილიარდ დოლარს მიაღწია 24 საათის განმავლობაში, რაც მეტია Binance-ისაზე - 1.3 მილიარდი დოლარი 24 საათში.
შეჯიბრი ბირჟებს შორის ჯერ კიდევ ხურს და ახლახანს Binance-მა თავისი რეფერელების ბონუსი გააორმაგა: „@kucoincom უყურე და ისწავლე! ამავდროულად უფრთხილდი @HT-ს, იგი თანდათან იზრდება ბაზრის მოცულობაში .“ – Vu Nam 18 მაისი, 2018.
ჰუობის არსებობამ ბაზარზე შესაძლოა შეცვალოს ზეგავლენების ბალანსი. ზოგს სჯერა, რომ ზედმეტად ბევრი ჰოუბი იყიდება, მაგრამ, რადგან მისი გაყიდვების რაოდენობა იზრდება, მისი აქტივები შესაძლოა უფრო ზეგავლენიანი გახდეს.
წყარო: https://cryptovest.com