top of page

HTC ბლოკჩეინზე დაფუძნებული ახალ ტელეფონს აანონსებს


HTC ერთ-ერთი ბოლო კომპანიაა, რომელმაც ბლოკჩეინთან დააკავშირა თავისი ბიზნესი. TheNextWeb-ის თანახმად, კომპანია ახალ გეგმას აცხადებს, რომლის თანახმადაც ის აპირებს, შექმნას ბლოკჩეინზე დაფუძნებული ანდროიდი. მას Exodus-ი ერქმევა, ექნება უნივერსალური საფულე და აპარატურის მხარდაჭერა კრიპტოვალუტისთვის და დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის.

თავიდან, Exodus-ი ითანამშრომლებს ბიტკოინთან, ეთერუმთან და სხვა მსხვილ ქსელებთან, თუმცა მომავალში დანარჩენ კრიპტოვალუტებთან კავშირიც მოსალოდნელია. HTC მიიჩნევს, რომ თავდაპირველი ბლოკჩეინ ქსელები გამოიყენებს Exodus-ს, როგორც მომხმარებლებს შორის კრიპტოვალუტით ვაჭრობის შუამავალს. HTC ასევე ფიქრობს, ადამიანებს საშუალება მისცეს Exodus-ი კრიპტოვალუტით შეიძინონ. ტელეფონის ფასი ჯერ დადგენილი არაა.

HTC Vive-ს დამფუძნებელი ფილ ჩენი გაუძღვება ყველა ბლოკჩეინ ინიციატივას. ეს მოქმედება მოყვა ფეისბუქ მესენჯერის და ინსტაგრამის აღმასრულებლების მიერ ბლოკჩეინის განყოფილების დამატებას ფეისბუქზე. შესაბამისად, “დეცენტრალიზებული აღმასრულებელი” ჩენის ახალი პოზიცია იქნება.

ჩენმა ნიუ-იორკის ბლოკჩეინ კონფერენციის, კონსენსუსი 2018-ის დროს განაცხადა: “ჩვენ წარმოვიდგენთ ტელეფონს, სადაც შენ გასაღების ან შენი პირადი მონაცემების შენახვა შეგიძლია და შენი ტელეფონი ცენტრალური მნიშვნელობისაა”.

HTC Exodus ალბათ მსოფლიოს მეორე ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტელეფონი იქნება. პირველი ასეთი ტელეფონი შექმნა Sirin Labs-მა, რომელსაც Finney ეწოდება და რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ ელექტრონული ვალუტა და ამავე დროს თავიდან აიცილონ ტრანზაქციის გადასახადები. ეს ტელეფონი $1,000 ღირს.

აღსანიშნავია კომპანიების წყება, რომლებსაც თავისი ბლოკჩეინ ინიციატივა ჰქონდათ, დაფუძნებული კომპანიებიდან დაწყებული, რომლებიც მეტ მოგებას ეძებენ და ცდილობენ შეინარჩუნონ კონკურენტული დეცენტრალიზებული ქსელი, იმ კომპანიებით დამთავრებული, რომლებიც დიდებას დაეძებენ და სხვები, რომლებიც საკუთარი იმიჯის გადარჩენას ცდილობენ. HTC, რომელმაც ამ წელს დაიქირავა დიდი რაოდენობით ამერიკელი მომუშავეები და შექმნა სმარტფონი და ვირტუალური რეალობის დივიზიები, შეიძლება უკანასკნელი კატეგორიის კომპანიების რიგებში შედიოდეს.

წყარო: https://www.theverge.com

bottom of page