top of page

სამხრეთ კორეა კრიპტოვალუტებზე რეგულაციებს ცვლის


ახალი მოხსენების თანახმად, სამხრეთ კორეა თავისი პოზიციების “შერბილებას” აპირებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით მომდევნო კვირებში.


წინა წელს, სამხრეთ კორეამ აკრძალა ICO-ები და შემოიღო კანონი, რომელიც ინვესტორებს აიძულებს, დაადასტურონ თავიანთი ვინაობა იმისთვის, რომ ივაჭრონ კრიპტოვალუტებით ვირტუალური ანგარიშებიდან, რომლებიც ლოკალურ ბანკებშია გახსნილი. ამ ყველაფერმა ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია და მათ შეადგინეს პეტიცია კანონის გადახედვის მიზნით, რომელსაც ხელს აწერდა ასობით ათასი მოქალაქე.


როგორც “კორეული თაიმსი” იუწყება, ახლა რეგულატორები აპირებენ, რომ სტატუსი შეუცვალონ კრიპტოვალუტებს და შეაფასონ ისინი, როგორც “ფინანსური აქტივები”. ამის მიზეზია ის, რომ ისინი იცვლიან საკუთარ შეხედულებებს და კრიპტოვალუტების შეზღუდვის მაგივრად მის დადებით მხარეებზე ფიქრობენ.


“საერთო რეგულაციებს” უნდა ველოდეთ ივლისში, როდესაც დიდი ოცეულის ეკონომიკის მინისტრები და ცენტრალური ბანკების მმართველები მიაღწევენ შეთანხმებას კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით. დიდი ოცეული იმ ქვეყნების ჯგუფია, რომლებშიც ცხოვრობენ მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი და ამ ქვეყნების ჯამური მთლიანი შიდა პროდუქტი 85%-ს შეადგენს. მათ აქვთ ინტერესი, რომ კრიპტოვალუტები მთელს მსოფლიოში გავრცელდეს.


“კრიპტოვალუტები ნამდვილად იქნება კლასიფიცირებული, როგორც აქტივები და მთავარი საკითხი იქნება, თუ როგორ მოხდეს მათი რეგულირება სწორად საერთო ჩარჩოებში, რომელიც მიღებული იქნება დიდი ოცეულის ქვეყნების მიერ,” - განაცხადა სამხრეთ კორეის ფინანსურმა რეგულატორმა.


ერთი კვირის წინ, ფინანსური ზედამხვედველობის სერვისის (FSS) მდივანმა, იუნ სუკ-ჰიუნმა, პირველად მიანიშნა ცვლილებებზე.


“კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით, არის დადებითი ასპექტებიც,” განუცხადა იუნმა ჟურნალისტებს. “FSS-ი ითანამშრომლებს ფინანსური სერვისების კომისიასთან (FSC), როდესაც პოლიტიკის ინსპექტორებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის იქნება აზრთა სხვადასხვაობა. FSC ამოწმებს პოლიტიკას მაშინ, როცა FSS-ი იკვლევს და რეკომენდაციას უწევს ყველაფერს, მაგრამ FSC-ს კონტროლით.”


აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა სამხრეთ კორეაში წარადგინეს ახალი კანონპროექტები, რომლებიც ICO-ების ლეგალიზაციას გამოიწვევს.


წყარო: https://dailyhodl.com

bottom of page