top of page

რა არის Vernam-ი?


Vernam-ი სადაზღვევო სექტორისთვის დეცენტრალიზებულ, უბროკერო, ხარჯების მხრივ ეფექტურ, მონაცემზე ორიენტირებულ და გამჭვირვალე ბაზარს ავითარებს, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ, სადაზღვევო პრემიაზე თანხის 30% უკან მიიღონ.


დაზღვევის შესაძენად ახალი საშუალება


Vernam-ი დამზღვევებს პირდაპირ აკავშირებს პერსპექტიულ კლიენტებთან, რასაც ზედმეტი შუამავლების ეფექტურად ამოღებით აღწევს. ამით Vernam-ი შეძლებს, კლიენტებს დაუბრუნოს თანხის 30 პროცენტი, როცა სხვა შემთხვევაში, ბროკერს გადაუხდიდნენ.


ფულადი დაბრუნება Vernam მონეტის (VRN) საშუალებით განხორციელდება, რომელიც ადვილად შეიძლება ტრადიციულ ვალუტაში გადაიცვალოს ან გამოყენებულ იქნას შესყიდვებისთვის.


სადაზღვევო სექტორში წესების ცვლილება


გარდა იმისა, რომ Vernam-ი კლიენტების თანხის 30%-ს ზოგავს, ის ასევე გვთავაზობს ორიგინალურ პროდუქტს, CryptoSafe-ს.


CryptoSafe არის გონიერი კონტრაქტი, რომელიც გარანტიას აძლევს დაზღვეულს იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ განსაზღვრული მოვლენა მოხდება. როგორც აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი რომან ანგელოვი განმარტავს:


„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი პროდუქტი სარგებელს მოუტანს როგორც სადაზღვევო მოთამაშეებს, ასევე მომხმარებლებსაც. ბევრი შესაძლებლობებია, რომლის გამოყენება ორივე მხარეს შეეძლება. ჩვენ ნელ-ნელა მივიწევთ ინდუსტრიისკენ, რომელიც ინტუიციაზე დაფუძნებული პოლიტური ფასეულობიდან მონაცემთა ბაზაზე აკეთებს აქცენტირებას. ბლოკჩეინ ტექნოლოგია მოთამაშეებს სადაზღვევო პროდუქტებისა და შეფასებების ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე დაყრდნობით შეთავაზების საშუალებას მისცემს, რითაც რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, ეფექტურობა კი გაიზრდება.


Vernam-ის გამოყენების სარგებელი


Vernam-ი ამაყობს ბევრი სარგებელით, რომელიც პერსპექტიულ კლიენტებს შეუძლია შესთავაზოს, მაგრამ არსებობს სამი რამ, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია.


უპირველეს ყოვლისა, სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ რისკის შეფასების ოპტიმიზაცია კლიენტის სადაზღვევო ისტორიის ჩანაწერის ბლოკჩეინზე შექმნით, რაც გამჭვირვალობას და სამართლიანობას უზრუნველყოფს ყველა საქმეში.


მეორე - როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ - კლიენტებს შეუძლიათ, დაიბრუნონ გადახდილი თანხის 30% ჩვეულებრივი სადაზღვევო პოლისის შეძენისთვის, რაც ბროკერებსა და შუამავლებზე გასაწევი უზრო ხარჯის ამოღებით ხორციელდება.


საბოლოოდ, კლიენტებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ, რადგან CryptoSafe-ით წინასწარ განსაზღვრული მოვლენების შემთხვევაში კომპენსაცია გარანტირებული აქვთ.


40%-იანი ბონუსი ადრეული ინვესტორებისთვის


Vernam-ში ინვესტიციის განხორციელებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ პროექტის პირველადი მონეტების შეთავაზებით (ICO).


ICO-ს წინასწარი გაყიდვები 15 მაისს დაიწყო და 5 ივნისამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში ინვესტორებს შეეძლებათ, ისარგებლონ 40%-იანი ბონუსით, მაგრამ დაინტერესებულმა პირებმა ჯობს, იჩქარონ, ვინაიდან ICO-მ უკვე მიაღწია 40 მლნ VRN-ს ანუ 2.5 მლნ აშშ დოლარის კაპიტალს.


წყარო: http://bitcoinist.com

bottom of page