top of page

რატომ არ ჰქონდა ტრონის მთავარი ქსელის გაშვებას ეფექტი


ტრონი სადაცაა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს - ის ეთერიუმის ბლოკჩეინიდან საკუთარ ბლოკჩეინზე გადავა და აღარ იქნება ERC-20-ის მონეტა.


მთავარი ქსელის გაშვებისას მოლოდინი იყო, რომ ტრონის ფასი გაიზრდებოდა. მაგრამ, ამჟამად, ბაზარს თუ შევხედავთ, ტრონს ცუდი შედეგები აქვს იმით თუ ვიმსჯელებთ, რა მოლოდინები არსებობდა.


ალბათ ეს ყველაფერი ერთ-ორ კვირაში შეიცვლება, მაგრამ 15 დღით ადრე მთავარი ქსელის გაშვებამდე ისე ჩანს, თითქოს არავის ადარდებს ტრონი. უფრო მეტიც, შესაძლოა ინვესტორები ფიქრობენ, რომ ეს სიახლე ვარდნას გამოიწვევს და ცდილობენ, გაყიდონ ტრონი, სანამ გვიანი არ არის.


ამ მომენტისთვის, TRX-ი შეფასებულია $0,069-ად და ის 6,20%-ითაა შემცირებულია მაისის განმავლობაში. რაც მთავარი ქსელის გაშვება გვიახლოვდება, TRX-ი ნელ-ნელა იკლებს ფასში. დიახ, იყო ფასის მატებებიც, მაგრამ ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელებულა და მთლიანობაში მიმართულება ვარდნისკენაა. როგორც ახლა ჩანს, ტრონი ამ თვის ყველაზე დაბალი ნიშნულისკენ - $0,061-კენ მიემართება.


მთავარი ქსელი გვპირდება ვაჭრობის და ბაზრის კაპიტალიზაციის გაზრდას, რაც ტრონს საუკეთესო სამეულში შეიყვანს. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის, რისიც ტრონის შემქმნელებს სჯერათ.


ამასთან, გავრცელდა ჭორიც, რომლის თანახმადაც ტრონი დაემატება coinbase-ს, როდესაც მთავარი ქსელი გაეშვება.


ამ ყველაფრის შემდეგ საკვირველია, რატომ უნდა უჭირდეს ტრონს და იყოს ასეთ დაბალ ნიშნულზე. საერთო ბაზრის ტენდენციამ ტრონზეც იმოქმედა.


მიუხედავად ამისა ჯასტინ სანი და ტრონ ფაუნდეიშენი ამ მომენტისთვის არ ნერვიულობენ და მოვლენების განვითარებას ოპტიმისტურად ადევნებენ თვალყურს.


წყარო: https://cryptodaily.co.uk

bottom of page