top of page

კრიპტოვალუტის რეკლამების აკრძალვა გრძელდება


სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიები არ არიან კეთილგანწყობილნი კრიპტოვალუტის რეკლამების მიმართ. გუგლმა უკვე დაბლოკა მსგავსი რეკლამები. ფეისბუქმაც მიიღმო მსგავსი გადაწყვეტილება არც ისე დიდი ხნის წინ. ახლა კი, მაიკროსოფტიც ზღუდავს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ რეკლამებს თავისი BING-ის საძიებო ველზე. არც ერთი ასეთი გადადგმული ნაბიჯები არ არის დადებითი, თუმცა ეს ჯერ-ჯერობით არ წარმოადგენს პრობლემას კრიპტოვალუტის ახლანდელი ფასის მკვეთრი დაცემისთვის.


BING-ი თავიდან იცილებს კრიპტოვალუტების რეკლამებს


ეს მხოლოდ დროის ამბავი იყო, სანამ კომპანია გადაწყვეტდა, უარი ეთქვა მსგავს რეკლამებზე. BING-მა კომერციულ ქმედებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება 2018 წლის ივლისიდან დაიწყო. ეს ნაბიჯი გადადგმულია ნებისმიერი კრიპტოვალუტის საწინააღმდეგოდ, მონათესავე კომპანიების, არარეგულირებული ვარიანტებისა და პირველადი მონეტების შეთავაზებების (ICO) ჩათვლით.


სიმართლეა, რომ კრიპტოვალუტების რეგულაციების სიმცირე დიდ პრობლემადაა მიჩნეული. მაიკროსოფტმა investing.com-ს უთხრა, თუ როგორ შეიძლება გაზარდოს ამ არარეგულირებულმა პროდუქტმა მათი მომხმარებლის რისკები. ეს არის ფაქტების ფორმულირების საინტერესო გზა, თუმცა ეს ასევე აზრიანს ხდის ამ ყველაფერს. თანდათან იზრდება კრიპტოვალუტებთან მიმსგავსებული თაღლითური რეკლამების რაოდენობა, რომლებიც უფრო მიმზიდველი ხდება საძიებო სისტემებში.


მაიკროსოფტი უერთდება იმ ზრდად კომპანიების სიას, რომლებიც ცდილობენ, დაჩდრდილონ და აღმოფხრან მსგავსი რეკლამები. არც ერთი ეს ქმედება არ არის გასაკვირი. ტყუილით გარშემორტყმული ბიტკოინები და ალტკოინები ძალიან ხელსაყრელია, რადგანაც კრიმინალები ცდილობენ ამ მომენტის უპირატესობის გამოყენებას უხამსი პროექტების გაშვებით სისტემაში. ამის თავიდან არიდება არც ისე მარტივია. ნებისმიერი რეკლამის წაშლის საშუალება არის ლოგიკური ნაბიჯი. ამის ზეგავლენა კრიპტოვალუტის ინდუსტრიაზე მინიმალური იქნება.


რა იწვევს ფასის მკვეთრ დაცემას?


მედიის განცხადებების მიხედვით, მაიკროსოფტისა და BING-ის გადაწყვეტილება კრიპტოვალუტის ფასების მკვეთრი დაცემის მთავარი მიზეზია. სხვები ამტკიცებენ, რომ ეს უკავშირდება ამ კვირის დიდ ღონისძიებას, რომელიც, სამწუხაროდ, ჩაიშალა. როგორც ყოველთვის ხდება, სიმართლე სადღაც შუაში უნდა იყოს. კრიპტოვალუტის რეკლამების გაქრობა BING-დან არ გამოიწვევს ბიტკოინების და ალტკოინების გაყიდვის ჩახშობას მთელს მსოფლიოში. იგივე შედეგი ექნება გუგლის, ფეისბუქისა და სხვების გადაწყვეტილებებსაც.


კრიპტოვალუტები ყველაზე არასტაბილური ბაზარია, როგორც ის ყოველთვის იყო. მკვეთრად გაიზარდა ბაზრის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება 2018 წლის დასაწყისიდან მოყოლებული. როგორც ჩანს, ეს დამოკიდებულება არ აპირებს შემსუბუქებას; ასევე შეუძლებელია ამის ზუსტი მიზეზის დადგენაც.


წყარო: https://www.newsbtc.com

bottom of page