top of page

საფრანგეთი - ევროპის წამყვანი ბლოკჩეინ და კრიპტო აქტიური ქვეყანა


ბიზნესმენებთან და წამყვან ინვესტორებთან საქმიანი ვახშმის დროს, რომელსაც Blockchain Partner-ის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მარმა გაამჟღავნა საკუთარი გეგმები, რომლებიც საფრანგეთს, ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებს უკავშირდებოდა. ის დამსწრეებს „სრულ მხარდაჭერას“ დაპირდა. იმ თემებში, რომლებიც ვახშამზე განიხილებოდა, შედიოდა საბანკო სექტორი და იქ არსებული სირთულეები, კრიპტოვალუტების დაბეგვრა და ოფიციალური სამართლებრივი მიდგომა.


„გასულ წელს უნდობლად ვუყურებდი, მაგრამ ახლა მოულოდნელი ინტერესი გამიჩნდა. 1 წელი დამჭირდა ამისთვის. ის ცოდნა, რაც თქვენ გაქვთ, უნდა გადასცეთ სხვა ფრანგებსაც, რათა საფრანგეთი გახდეს ევროპის წამყვანი ბლოკჩეინ და კრიპტო აქტიური ქვეყანა“. - განაცხადა ბრუნო ლე მარმა.


გადასახადებზე ლე მარმა განაცხადა, რომ იყო საუბრები კრიპტოვალუტების ძვირფას მეტალებზე გადასახადების მსგავსად დაბეგვრაზე, თუმცა ახლა ეს რეალურ პერსპექტივად არ ჩანს.


ის თვლის, რომ გადასახადების მსგავსი ტიპი სარისკო იქნება და უპირატესობას ანიჭებს, რომ ინვესტორებს შეუქმნას საიმედო სისტემა, რომელსაც ისინი გრძელვადიან პერსპექტივაში ენდობიან. ასევე განიხილება ის ვარიანტი, რომ როცა ხდება კრიპტოვალუტის კრიპტოვალუტაზე გადაცვლა, მსგავსი ტრანზაქციები გათავისუფლებული იყოს გადასახადებისგან.


ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ICO-ს პროფესიონალურ დონეზე აყვანა. ამის გაკეთების ერთ-ერთი ვარიანტი არის დამოუკიდებელი შემაფასებელი სააგენტოები.


რაც შეეხება სამართლებრივ მიდგომას, ორი მნიშვნელვოანი პერიოდი იქნება ივლისსა და სექტემბერში, როცა ბევრი რამ გადაწყდება. იქამდე, მინისტრს სურს, განიხილოს ყველა შესაძლო ვარიანტი და დაბრკოლება, რათა უზრუნველყოფილი იყოს კრიპტოვალუტების სწრაფი და პროგრესული განვითარდება საფრანგეთში.


წყარო: https://steemit.com

bottom of page