გახდება თუ არა ბიტკოინი ფასების მასობრივი მომატების მიზეზი?
მას შემდეგ, რაც ბიტკოინის ფასმა თითქმის მიაღწია $10,000-ს და ფასების საგრძნობი მატება შეინიშნებოდა უმეტესობა წამყვანი კრიპტოვალუტის შემთხვევაში, სურათი შეიცვალა დაახლოებით 1 კვირის წინ, როცა ბიტკოინი, სხვა ვალუტებთან ერთად, უფასურდება.
კრიპტოინვესტორები იმედოვნებენ, რომ ეს არის რიგითი ფასის კლება და არა დიდი ვარდნის დასაწყისი, რაც უმეტესობა მათგანს არ სურს.
ბიტკოინი, როგორც ვალუტა, მიჩნეულია კრიპტობაზრის ლიდერად. არა მხოლოდ ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლით, არამედ ზოგადადაც. ის არის ლიდერი, რომელსაც შეუძლია, მთლიანი ბაზარი ახალი მიმართულებით განავითაროს. სტატიის წერის მომენტში, ბაზარზე ბიტკოინის დომინირება არის 37,2%. როგორც ხედავთ, ბიტკოინს ბაზრის 1/3 -ზე მეტი უჭირავს და აქვს „ძალაუფლება“, გარკვეულწილად მართოს სხვა ვალუტებიც.
ამას გარდა, ბიტკოინი ცნობილია. მეინსტრიმ მედია საშუალებები ბევრს წერენ მათზე. ისინიც, კი ვინც არ არიან ჩართულები კრიპტოსამყაროში, ფლობენ ინფორმაციას ბიტკოინზე.
ამ წუთისთვის ბიტკოინის ფასი $8,295-ია და მხოლოდ დღეს მისმა ფასმა 6,4%-ით დაიკლო. ბუნებრივია, უნდა განვიხილოთ ის რეალობა, რომ ბიტკოინის ფასი $7,000-მდე დაეცემა, რაც ბევრი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი ნიშნულია, რადგან როცა ბიტკოინის ფასი ბოლოს აქამდე დაეცა, მას საკმაო დრო დასჭირდა „გამოსაჯანსაღებლად“.
საბოლოო ჯამში, ეს არ არის მხოლოდ ცუდი სიახლე ბიტკოინისთვის. დადებითი, რაც შეიძლება დავინახოთ, არის ის, რომ დაბალი ფასი მოიზიდავს ახალ ინვესტორებს, რომლებსაც ექნებათ ინფორმაცია, რომ ბიტკოინის ფასი 5 თვის წინ თითქმის $20,000 იყო და მას აქვს პოტენციალი, დაბრუნდეს ამ ნიშნულზე.
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის რჩევა. ფასმა შეიძლება სულაც არ მიაღწიოს $20,000-ს. ეს არის უბრალოდ მიზანი, რომლის მიღწევაც დღეს უფრო რთულია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო.
როცა კრიპტოვალუტების ფასი დაბალ მაჩვენებელზე იყო დიდი ხნის მანძილზე (ეს კი მარტის შუა რიცხვებში დაფიქსირდა), ამას მოჰყვა აპრილის შუა რიცხვებში „ხარების“ გააქტიურება და ფასის თითქმის $1,500 -ით მომატება 1 დღეში. შესაძლოა იგივე განმეორდეს მაისის „დეპრესიული“ პერიოდის შემდეგაც.
ერთი რამ ცხადია, რომ როცა ბიტკოინი იცვლის მიმართულებას და მისი ფასი იცვლება, მას მიჰყვება უმეტესობა წამყვანი კრიპტოვალუტებისა. სწორედ ამიტომ არის ბიტკოინი ის ვალუტა, რომელსაც არაკრიპტოინვესტორებიც ხშირად აკვირდებიან.
წყარო: https://cryptodaily.co.uk