top of page

ჯონ მაკაფე: Bitcoin Private (BTCP) “ჩაანაცვლებს მონეროს” ბნელ ქსელში


ექსცენტრიულმა კიბერუსაფრთხოების პიონერმა და ცნობილმა ბიტკოინის მხარდამჭერმა, ჯონ მაკაფემ, თქვა, რომ Bitcoin Private (BTCO) მისი ფავორიტი ბიტკოინის ორკაპია და რომ ის ხედავს BTCP-ს, როგორც მონეროზე უკეთეს კრიპტოვალუტას, რადგანაც ის აქცევს “ბიტკოინს მონეროზე უპირატესს.”



მაკაფემ ეს სიტყვები CWN-თან, იუთუბის არხთან, ინტერვიუში თქვა. ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ ორკაპი დადებითი მოვლენაა, რადგანაც ის “აძლევს განსხვავებულ ადამიანებს საშუალებას, რომ განცალკევდნენ.”



შემდეგ მან აღნიშნა, რომ მისი საყვარელი ბიტკოინის ორკაპი BTCP-ია და დაიცვა კრიპტოვალუტა მათგან, ვინც ამბობს, რომ ეს ვალუტა არის აფერისტობა. მაკაფეს მტკიცებით, მის უკან “სერიოზული ტექნოლოგია” დგას. BTCP უმატებს ბიტკოინს იმას, რაც მას ყოველთვის სჭირდებოდა - აბსოლუტურ ანონიმურობას.


მაკაფე ამბობს: მონერო სწრაფად გახდა პოპულარული დარქ ვებში, რადგანაც მის მომხმარებლებს მოსწონდათ ანონიმურობა, რომელსაც ეს კრიპტოვალუტა უზრუნველყოფდა. ახლა, Bitcoin Private ჩაანაცვლებს მონეროს როგორც ყველაზე გამოყენებად კრიპტოვალუტას დარქ ვებში.



მაშინ როცა უმეტესობამ BTCP საზოგადოებაში პიონერის სიტყვები დაიჯერა, სხვებმა თქვეს, რომ ყველაფერი ცუდად მიდის და მონეტების გაყიდვა დაიწყეს. მაკაფე ცნობილია სარეკლამო განცხადებებით - ამ წლის დასაწყისში ის იღებდა $105 000 ერთ რეკლამაში.


მაგალითად, ვერჯი გაიზარდა მას შემდეგ, რაც მაკაფემ თქვა, რომ ვერჯის უფრო მეტად სჯერა, ვიდრე ზეტქეშის (Zcash) ან მონეროსი. CWN-თან მისი ინტერვიუს დროს, მან არაპირდაპირ უარყო ვერჯი რადგან ის არ აძლევს მომხმარებლებს საშუალებას, აწარმოონ ანონიმური გადარიცხვები.



ამ მომენტისთვის, BTCP $25,1 ღირს და 24 საათში გაიზარდა 2%-ით, მიუხედავად მაკაფეს სიტყვებისა. როდესაც პიონერმა ვერჯს გაუწია რეკომენდაცია წინა წლის დასასრულს, კრიპტოვალუტა ივაჭრებოდა $0,01 და გაიზარდა 100%-ით მოკლე დროში.



მაკაფე შესამჩნევად უჭერს მხარს ბიტკოინს. წინა წელს, მან იწინასწარმეტყველა, რომ მთავარი კრიპტოვალუტა 2020 წლისთვის 1 მილიონი დოლარი ეღირება, ეს წინასწარმეტყველება მან ახლახანს დაადასტურა. მისი წინასწარმეტყველებისთვის თვალის მისადევნებელი ვებგვერდის ცნობით, ბიტკოინი 9,2%-ით უფრო ნაკლები ღირს ვიდრე უნდა ღირდეს - 8 665$ 9 541$-ის მაგივრად.


bottom of page