top of page

რიპლი და მიცუბიში


Mitsubishi Corporation-მა და Mitsubishi UFJ Financial Group-მა განაცხადეს ჩანაფიქრი რიპლის სადისტრიბუციო საფინანსო ინფორმაციით დატვირთულ ტექნოლოგიაში გამოყენებაზე, რათა განხორციელდეს საერთაშორისო ფულის გადარიცხვები. იმ უპირატესობების გამოყენება, რასაც ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტექნოლოგიური ფირმა გვთავაზობს, Mitsubishi Corporation-ის აზრით, შეამცირებს დროსა და ტრანზაქციების ღირებულებას. ასევე, Standard Chartered UK მიიღებს მონაწილეობას ფულის გადარიცხვების დატესტვაში.


“ჩვენ მიზნად ვისახავთ პრაქტიკულ გამოყენებას რამდენიმე წელში“, ხაზგასმულია განცხადებაში.


შესაბამისად, სინგაპურული დოლარები გაიგზავნება ტაილანდიდან სინგაპურში როგორც Mitsubishi Corporation-ის შვილობილი კომპანია აწარმოებს ტრანზაქციას Ayutaya-ს ბანკიდან სინგაპურის Mitsubishi Corporation Affiliate-ის ბაზაზე Standard Chartered-ში.


“ახლა საერთაშორისო ფულად გადარიცხვაში ვიყენებთ საერთაშორისო საბანკო კომუნიკაციის ასოციაციის ქსელს, რომელშიც მონაწილეობს თითოეული ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტები. უამრავ შემთხვევაში, სხვადასხვა ბანკს გაივლის, ბევრ გადასახადსა და რამდენიმე დღეს საჭიროებს გადარიცხვისთვის.“


მანამდე, საფინანსო ინსტიტუტებმა, Axis Bank და Standard Chartered, განაცხადეს, რომ გეგმავენ რიპლის ტექნოლოგიის გამოყენებას ახალ საზღვრის მკვეთი საგადამხდელო პლატფორმის შესაქმნელად.


პლატფორმა, რომელიც კორპორატიულებს სინგაპურსა და ინდოეთს შორის დააკავშირებს, იქნება ხელმისაწვდომი Standard Chartered’s Straight2Bank სისტემით. SC-ის მიხედვით, პლატფორმა უფლებას მისცემს მომხმარებლებს დაინახონ ყველა გადასახადი, წინა-ვალიდური ტრანზაქციები და უფრო ჩქარა დაარეგულირონ ისინი.


გაუტამ ჯაინმა, მართველმა და Standard Chartered-ისთვის კლიენტების მიღების ხელმძღვანელმა, თქვა:

„ჩვენი კომერციული საზღვრის მკვეთავი გადამხდელი სერვისის წარმატებული გაშვება მნიშვნელოვანი საფეხურია საფინანსო ინდუსტრიის პროგრესში ფინანსური ინფორმაციის შემცველი ტექნოლოგიების კორპორატიულებთან მისაწოდებლად.“


bottom of page