top of page

კრიპტოვალუტების კიდევ ერთი მოწინააღმდეგე


სტივ ეისმანი, მენეჯერი, რომელმაც პოპულარობა იმით მოიპოვა, რომ წარმატებულად იწინასწარმეტყველა მორგეჯების ფასის ვარდნა და ამით ათი წლის წინ მილიონები იშოვა, ახლა კრიპტოვალუტების წინააღმდეგ გამოდის.


ამ დღეებში, CFA ინსტიტუტში ეისმანმა მიმართა მრავალრიცხოვან აუდიენციას და ეჭვქვეშ დააყენა ციფრული ვალუტის საჭიროება.


ეისმანი: “არ მესმის რას ვეძებ”


მისი პრეზენტაციის დროს, ეისმანმა თქვა, რომ მიზეზი, რატომაც ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები პოპულარულები გახდნენ, არის შემდეგი: პირველი, ისინი იყვნენ ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იყო სპეკულირება; მეორე, ფულის გამთეთრებლები იყენებდნენ. ნეუბერგერ ბერმენისთვის ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რატომაც ხალხი დაინტერესდა ამ ინოივაციით.


მან განაგრძო მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა რაციონალური მიზეზი იდგა ციფრული ვალუტის უკან:


“მე ვერ ვხედავ მის დანიშნულებას… რა ღირებულებას ქმნის ეს ვალუტები? ვერავინ ახერხებს, პასუხი გამცეს ამ კითხვაზე.”


ეისმანი გამოვიდა ყოველდღიურ კონფერენციაზე CFA ინსტიტუტში - პროფესიონალი ინვესტორების გლობალურ ასოციაციაში. მან მიმართა დაახლოებით 1 500 ადამიანს და გადაჭრით თქვა, რომ ის არასდროს არ აპირებს კრიპტოვალუტებში ინვესტირებას.


“მე არ ვეხები… არ ვიცი რას ვეძებ… არ მაქვს ინტერესი”


მან ასევე აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა სურვილი, ევაჭრა ტრადიციული ვალუტით და ეჭვქვეშ დააყენა რეგულაციების არსებობა.


“არ მესმის რატომ არ ხდება უფრო მკაცრად რეგულირება”


ეისმანმა მოიპოვა პოპულარობა, როცა 2008 წლის ფინანსური კრიზისი იწინასწარმეტყველა. მიქაელ ლუისმა მასზე დაწერა წიგნი, რომელიც ბესთსელერი გახდა: “დიდი მოკლე”, რის მიხედვითაც შემდეგ გადაიღეს ფილმი იგივე სახელწოდებით. მსახიობმა სტივ კარელმა ითამაშა ეისმანის როლი. ეისმანის შეფასებით, კარელის შესრულება ზუსტად შეესაბამებოდა რეალობას, მიუხედავად იმისა, რომ ეისმანი საერთოდ არ მონაწილეობდა ფილმის გადაღებაში.


დისკუსიის დროს, რომელიც კონფერენციის შემდეგ გაიმართა, ეისმანმა ასევე ისაუბრა ამჟამინდელ ეკონომიკაზე, მსგავსი ფასების ვარდნის შესაძლებლობაზე და თუ როგორ მიხვდა, რომ მორგეჯების ფასი დაეცემოდა.


ეისმანი თავისი პროგნოზებით უერთდება ჩარლი მუნგერს, ვორენ ბაფეტს, ჯეიმს დიმონს და სხვა ტრადიციულ ბანკებთან ასოცირებულ სახეებს. ისინი ფიქრობენ, რომ ბიტკოინი არის “აფერისტობა” და “თაგვის სატყუარა”.


წყარო: https://www.newsbtc.com

bottom of page