top of page

კრიპტოვალუტებით მოვაჭრეების მხოლოდ 8.5% არის ქალი


კრიპტოვალუტებით მოვაჭრე ადამიანებზე ჩატარებულმა ახალმა დემოგრაფიულმა ანალიზმა საკმაოდ დამაინტრიგებელი შედეგები აჩვენა, როგორიცაა ის, რომ ძალიან ცოტა არის ქალი, უმეტესობას არ აქვს ან აქვს მცირე წინარე გამოცდილება და უმეტესობა არის სტუდენტი ან გაყიდვებსა და მარკეტინგში მომუშავე ადამიანი.


სავაჭრო დემოგრაფიის გაანალიზება


ბიზნეს ანალიტიკოსებმა ჩაატარეს კვლევა თავიანთ ფართო სამომხმარებლო ბაზაზე, რათა დახმარებოდნენ კომპანიას, უკეთ გაეგოთ, ვინ არიან ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების ინვესტორები. 2017 წლის მარტიდან 2018 წლის თებერვლამდე სტატისტიკაზე დაკვირვებით, გამოიკვლიეს მათი საჯარო პროფილები, ვინც ინვესტირებას აკეთებდა კრიპტოვალუტებში ამ კომპანიის სისტემების გამოყენებით, და დაიანგარიშეს ასაკის, სქესისა და სამუშაო სექტორის მიხედვით.


ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც გამოაშკარავდა, არის ის, რომ მოვაჭრეების აბსოლუტური უმრავლესობა ახალ ბიზნესში ინვერსტირებაში გამოოუცდელები არიან. 81.96% არიან ახალბედას დონეზე, 10.66% განხილულია, როგორც საშუალო დონე და მხოლოდ 7.38%-ს აქვს მაღალი ბაზრის გამოცდილება.


თუ გადავხედავთ პროფესიულ წარუმატებლობას, არაა გასაკვირი, რომ ხალხი, რომლებიც კომპიუტერთან და სერვისებთან მუშაობენ, წარმოადგენენ 15.05%-ს, ფინანსური ინდუსტრია - 8.48%-ს. ნაკლებ მოსალოდნელი იყო გაყიდვებსა და მარკეტინგში მომუშავეთა ჩართვა კრიპტოვალუტით ვაჭრობაში - 14.49%. ასევე, კრიპტოვალუტით მოვაჭრეების დაახლოებით 30% ამჟამად დასაქმებული არაა, მათი 13.85% არის სტუდენტი, 2.06% პენსიაზე გასული და 14.74% უბრალოდ უმუშევარი.


კრიპტო გენდერული უთანასწორობა


ერთი დემოგრაფიული საკითხი, რომელიც კვლავ გვხდება, არის ქალი წარმომადგენლების ნაკლებობა და იგივე სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეს მოვაჭრეებზეც ასეა. ფაქტები გვიჩვენებს, რომ კრიპტო მოვაჭრეების მეათედზე ნაკლებია ქალი - მხოლოდ 8.5% მამაკაცების 91.5%-თან შედარებით. სანამ სხვა ფაქტორებიც ჩაერთვება, ბიტკოინი ტექნოლოგიებისა და ფიანნასების გადაკვეთის წერტილში მდებარეობს. ორივე სფეროში მკვეთრი გენდერული დისბალანსია, ასე რომ, შედეგები არც ისე მოულოდნელია ამ კონტექსტში.


თუმცა, კვლევამ ასევე აჩვენა, რომ არსებობს განსხვავება იმ კრიპტოვალუტებს შორისაც, რომლებსაც ქალები და კაცები ირჩევენ სავაჭროდ, განსხვავებით ბიტკოინისგან, რომელშიც სქესის მიხედვით არანაირი განსხვავება არაა. როგორც ირკვევა, რიპლის XRP ქალების მხარეს იკავებს, ხოლო ETC, BCH და LTC -მამაკაცებისას. ინვესტორებისთვის შედგენილ ჩანაწერში, მთავარმა ბაზრის ანალიტიკოსმა Etoro-მ ეს ყველაფერი ასე შეაჯამა: „ქალებს უყვართ რიპლი“.


წყარო: https://btcmanager.com

bottom of page