top of page

ტრონი ვირტუალური მანქანის გაშვებას გეგმავს


თვის ბოლოს დაგეგმილი Tron-ის ივენთი ახლოვდება. Mainnet-ის ამუშავება ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ განსჯადი თემაა კრიპტო საზოგადოებაში. ტრონის ვებსაიტის თანახმად, წერის მომენტში Tron.network-ის, ახალი ქსელის, გაშვებამდე რჩება 17 დღე, 00 საათი, 55 წუთი და 40 წამი.


ჯასტინ სანი, როგორც ყოველთვის, თავაზიანი და კომუნიკაბელური ხერხით აგრძელებს TRX ენთუზიასტების და კრიპტო-მოყვარულების რაოდენობის გაზრდას. ამჯერად მან წერილში აღნიშნა, რომ ტრონის სულ მცირე პირველ ექვსეულში მოხვედრა მისი მთავარი მიზანია უახლოეს მომავალში. ეს ერთხელ უკვე მოხდა, მაგრამ ამჯერად მონეტამ შესაძლოა ამ ადგილის შენარჩუნება უფრო დიდხანს შეძლოს.


“მოლოდინები მომავალში უფრო მაღალია. ჩვენი მთავარი მიზანია, გავხდეთ მსოფლიოს პირველ 6 კრიპტოვალუტას შორის ერთ-ერთი. ჩვენ მივაღწიეთ და მოვხვდით საუკეთესო ექვსეულში ცოტა ხნით 2018 წლის 5 იანვარს, ტრონის გასაოცარი გარღვევის შედეგად. 2018 წელს, ჩვენ ისევ მოვიპოვებთ და დავიცავთ ამ ტიტულს, რომელიც ტრონს გლობალურ სტატუსს მიანიჭებს, აქცევს მას მთავარ საჯარო ბლოკჩეინად და მყარ საფუძველს შეუქმნის ეთერიუმთან კონკურენციისთვის.


ახლა, როდესაც ჩვენ საუკეთესო ათეულში ვართ, თითოეული ჩვენი ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეცვლის კრიპტოვალუტის სტრუქტურას. ტრონი ათეულში ყველაზე ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენ საუკეთესო პროფესიონალები ვართ -  ჯგუფი, რომელმაც გამოცდილება ისეთ მნიშვნელოვან ინტერნეტ კომპანიებში მიიღო, როგორიცაა Alibaba. უმეტესად უმოქმედო სხვა კრიპტო კომპანიებთან შედარებით. ტრონს შეუძლია სწრაფი განვითარება და აქვს ცვლილებების უნარი.”


ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ ბლოკჩეინ პლატფორმის გუნდს უნდა, რომ მათი ტექსტები და დოკუმენტები რაც შეიძლება მეტ ენაზე ითარგმნოს.


ეთერიუმის ქსელისგან დამოუკიდებელობის პარალელურად, ახალი ვირტუალური მანქანის გამოშვება დაანონსდა. ჯასტინ სანმა გამოაცხადა, რომ TronVM v.0.1-ს 25 მაისს გაუშვებენ და მან ასევე აღნიშნა, თუ როგორი ამაღელვებელია ეს თვე და დათქმული ვადის მოახლოება მისთვის და მთელი მისი გუნდისთვის. ეს უზრუნველყოფს, რომ ეთერიუმზე დაფუძნებულ ტრონზე დაარსებულ დაპლებს თაისუფლად შეეძლებათ თავიანთი პროექტების მიგრირება.


მეორეს მხრივ, სხვადასხვა სახის ცვლილებებმა ნათელი გახადა ტრონის მზარდი შესაძლებლობები გლობალურ ბაზარზე მაშინ, როცა სხვები მხარს კრიპტოვალუტის მიგრაციას და ქსელის გაუმჯობესებას უჭერენ.


ამ დროისთვის TRX/USD-ს ყიდვა შესაძლებელია $0.0759-ად 12.48%-იანი ზრდით ბოლო 24 საათის განმავლობაში, როდესაც ის, coinmarketcap-ის თანახმად, მეათე ადგილს იკავებს.



წყარო: ethereumworldnews.com

bottom of page