ნიუ იორკის 'ბლოკჩეინის კვირეულს' შეუძლია მილიარდობით დოლარი შემატოს კრიპტობაზარს
ორშაბათიდან ნიუ-იორკში ბლოკჩეინის კვირა იწყება. ის ითვალისწინებს ბლოკჩეინ კონფერენციებს და სხვა ღონისძიებებს და მოსალოდნელია, რომ ამან მილიარდობით დოლარის ინვესტიციის შედინება გამოიწვიოს კრიპტობაზარში.
მანჰეტენზე სასტუმროები უმასპინძლებენ ბიზნესმენებს და მნიშვნელოვან ღონისძიებებს. მოსალოდნელია, რომ 7,000-მდე ადამიანი დაესწრება კონსენსუსის კონფერენციას.
Consensus არის ღონისძება, რომელიც CoinDesk Inc.-მა 2015 წელს შექმნა და რომელიც ითვალისწინებს ისეთი სპიკერების სიტყვით გამოსვლას, როგორიცაა ტვიტერის აღმასრულებელი დირექტორი, წმინდა ლუის ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტი, FedEx Corp.-ის აღმასრულებელი დირექტორი. რიპლის პირად წვეულებაზე კი, დამსწრეების წინაშე სნუპ დოგი წარსდგება.
2015 წლის შემდეგ კონსენსუსის კონფერენცია ცნობილია როგორც ბაზარზე ფასის ზრდის გამომწვევი და bull run-ის საწყისი. კრიპტო ექსპერტები ანალოგიურს ელიან წელსაც. 2017 წლის მაისში, ზუსტად 1 წლის წინ კონფერენციის პერიოდში ბიტკოინის ფასი $2,000-მდე გაიზარდა.
სწორედ მაშინ იყო ფასის ხანგრძლივი ზრდის დასაწყისი, როცა ბიტკოინის ფასმა თითქმის $20,000-ს მიაღწია. მიუხედავად დეკემბრიდან დაწყებული ფასის რადიკალური შემცირებისა, ბიტკოინის ფასი გასულ წელთან შედარებით 4-ჯერ მეტია.
ზოგი ექსპერტი ასე იმედიანად არ უყურებს წლევანდელ ღონისძიებას. ვიტალიკ ბუტერინი, ეთერიუმის შემქმნელი, იმედგაცრუებულია, რადგან, მისი აზრით, კონფერენციაზე დასწრება მსურველებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ.
„კონფერენციაზე დასწრება 2,000-3,000 აშშ დოლარამდე ჯდება. პირადად მე, უარს ვამბობ მსგავსი თანხის გადახდაზე“ წერს ბუტერინი 26 მაისის ტვიტში.
ზედმეტად ძვირი ჯდება თუ არა კონფერენცია და მართლა მოიტანს თუ არა ის დადებით შედეგებს, ამას უახლოეს კვირებში გავიგებთ. ერთ რამ კი ცხადია, კონსენსუსის 2018 წლის კონფერენცია მედია საშუალებების მხრიდან დიდ ყურადღებას მოუტანს კრიპტოსამყაროს.
წყარო: https://zycrypto.com