top of page

"ბლოკჩეინი მთავარ როლს ითამაშებს მსოფლიო ეკონომიკაში"


სანამ ბიზნეს მაგნატები, როგორებიც არიან უორენ ბაფეტი, ჩარლი მანგერი და სხვები, ფიქრობენ, რომ ბიტკოინი „ახლად მომკილ ბავშვის ტვინებზე“ უარესია და, ამასთანავე, ცუდი დასასრული ექნებათ, Nasdaq-ის ხელმძღვანელს, ადენა ფრიდმენს, მტკიცედ სჯერა, რომ კრიპტოვალუტები არის ფინანსების მომავალი. და მას არ რცხვენია, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს თავისი პოზიციის შესახებ ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ვირტუალურ ვალუტებზე.


ინოვაციასთან შეხვედრა


2018 წლის 9 მაისს CNN -თან ინტერვიუში, Nasdaq-ის მმართველმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებული იყო განაწილებული დავთრის ტექნოლოგიისა (DLT) და მისი ელექტრონული ვალუტების ეკონომიკაში გამოყენებადობაში. მან კვლავ გაიმეორა, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგია და კრიპტოვალუტები ცვლილების ძლიერი მამოძრავებლები არიან და მისი ორგანიზაცია მთელი გულით მიიღებს რევოლუციას, რათა დარწმუნდეს, რომ ის წარმატებას გააგრძელებს.


ფრიდმანმა თქვა: „ჩვენ ვხედავთ ტექნოლოგიას, როგორც შეუჩერებელი ცვლილების აგენტს და ჩვენი მისიაა, რომ მივიღოთ ეს ცვლილება, მივიტანოთ ინდუსტრიამდე და ისე მოვაწყოთ ყველაფერი, რომ ჩვენმა ინდუსტრიამ განაგრძოს წარმატება მომავალ ათწლეულში, თუ უფრო დიდ პერიოდში.“


Nasdaq თავისი კრიპტოვალუტის კონტრაქტების გაშვების იდეას ამზადებდა გარკვეული დროის განმავლობაში. 2018 წლის იანვარში, ფრიდმანმა დაამოწმა, რომ ფირმა მიილტვოდა „total return futures“-ის დაარსებისკენ, რომელიც უფრო მეტად იქნებოდა ინვესტიცია, ვიდრე უბრალოდ შვილობილი კომპანია.


 „ჩენ ვაგრძელებთ კრიპტოვალუტის მომავლის იდეის გამოკვლევას პარტნიორთან ერთად და რისკის მენეჯმენტის გათვლას მის გარშემო, რათა დავრწმუნდეთ, რომ სწორ პროტოკოლებს ვათავსებთ; დავრწმუნდეთ, რომ არსებობს შესაბამისი მოთხოვნა და რომ კონტრაქტი განსხვავდება იმისგან, რაც უკვე იყო,“ თქვა მან.


ამოუწურავი პოტენციალი


ყოფილმა მმართველმა დირექტორმა და Carlyle Group-ის მთავარმა ფინანსისტმა აღნიშნა, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ინტეგრირება ტრადიციულ საფინანსო სისტემებში ხელს შეუწყობდა ამ ორგანიზაციების გადასახადების კლებას მანამ, სანამ მკვეთრად არ შემცირდებოდა თავიანთ ოპერაციებში ჩართვის რისკი.


 „მანქანური ინტელექტის სივრცეში ბევრი გასაოცარი რამაა. ასევეა სავაჭრო სივრცეშიც. ბლოკჩეინ ტექნოლოგია იღებს დიდ რისკს სისტემიდან და ამიტომაც ეს ხდის მას ისეთს, რომ ბანკებს აღარ სჭირდებათ, იყვნენ კაპიტალზე ორიენტირებულები. და ეს დიდი მოტივაციაა,“ დაასკვნა მან.


კრიპტოები ვალუტისთვის მომდევნო ნაბიჯია


2018 წლის 2 მაისს BTCManager-მა განაცხადა, რომ Nasdaq-ის უფროსი იმავე გვერდზეა, რომელზეც SEC მართველი ჯეი კლეიტონი, რადგან მასაც სჯერა, რომ ICO-წარმოქმნილი მონეტები არიან დამცველები და ამიტომაც უნდა რეგულირდნენ, როგორც დამცველები.


აღსანიშნავია ფრიდმანის განცხადებაც CNN-თან, რომ კრიპტოვალუტები არიან „სწორი შემდეგი ნაბიჯი ვალუტის სფეროში,“ და დაამატა ისიც, რომ ბაზარზე დღეს არსებული ალტკოინები შეიძლება, რეგულაციებმა იმსხვერპლოს.


მაგრამ, იმასთან მიმართებით, რომ კრიპტოები დიდხანს დარჩებიან და გამოვლენ გამარჯვებულებიც, მან თქვა:“ ჯერ არ გადაწყვეტილა ამის ავ-კარგობა“. ამაზე Nasdaq-ის მმართველმა აღნიშნა, რომ კრიპტოალუტებს შეუძლიათ, გახდნენ გლობალური გადახდის სისტემა, რაც ნიშნავს, „იყოს მეტად ეფექტური, ვიდრე დღეს გვაქვს ჩვენ“.


ბლოკჩეინის მეტი დატესტვა ბარათებზე


2018 წლის 25 აპრილს, ფრიდმანმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში Nasdaq შეიძლება კრიპტოვალუტის მიმომცვლელი გახდეს, თუ ახლად ჩამოყალიბებული ელექტრო ინდუსტრია რეგულირებადი გახდება. წარმატებულმა ბიზნესმენმა ისიც მიანიშნა, რომ კომპანია ბლოკჩეინ ტექნოლოგიას შეუერთებს ბაზრებს, რათა შეამოწმოს ბლოკჩეინის ეფექტურობა.


„ბლოკჩეინის პირველი მოხმარება იქნება ნაკლებ რეგულირებად, ნაკლებ მოწესრიგებულ და მეტად შეკვეთებზე ორიენტირებულ ბაზრებზე. შეამოწმეთ, აჩვენეთ, რომ მუშაობს, წარმოადგინეთ მისი მოწესრიგებულობა Nasdaq-ის კერძო ბაზარზე ან საფონდო ინდუსტრიაში“- ენთუზიაზმით თქვა ფრიდმანმა. „ამასთან ერთად, ეს მოითხოვს კოოპერაციას, რომელიც წაახალისებს ხალხს, როცა დაინახავენ, რომ ტექნოლოგია მუშაობს.“


წყარო: https://btcmanager.com

bottom of page