top of page

Facebook-ი უკვე კრიპტოვალუტის სივრცეშიც შემოდის


როგორც ჩანს, Facebook გეგმავს კონკურენციის გაწევას Ripple-სთვის საზღვრებს შორის გადახდებთან დაკავშირებით. სოციალური მედიის გიგანტი საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას აპირებს, რაც თავის მილიარდობით მომხმარებელს საშუალებას მისცემს, უპრობლემოდ განახორციელონ საზღვრებს შორის ტრანზაქციები.


Ripple-ს და სხვა კრიპტოვალუტებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საზღვრებს შორის თანხის გადარიცხვის ვარიანტების დანერგვაზე, შესაძლოა მალე Facebook-ისნაირი ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდეთ. Facebook-ის ოფიციალურმა პირმა Cheddar-თან საუბრისას განაცხადა, რომ "ისინი ძალიან სერიოზულად არიან განწყობილნი ამ საკითხის მიმართ".


Facebook-ის კიდევ ერთმა აღმასრულებელმა განაცხადა, რომ კომპანიას შესაძლოა "საკუთარი ვირტუალური ვალუტის განსავითარებლად ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის სივრცეში შესყიდვის განხორციელება დასჭირდეს ".


ბლოკჩეინის მიმართ ინტერესის გამჟღავნება Facebook-მა ამ წლის დასაწყისში დაიწყო, როდესაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ცუკერბერგმა გამოაცხადა, რომ ის ცნობს კრიპტოვალუტას, რომელიც „ცენტრალიზებულ სისტემებს ართმევს ძალაუფლებას და ხალხის ხელში აბრუნებს მას.“ თუმცა, ის აპირებს გამოიკვლიოს „კრიპტოვალუტის რისკები, რომლებიც რთულად კონტროლირებადია.“ მან ასევე დამაატა:  „დაინტერესებული ვარ, უფრო ღრმად გამოვიკვლიო და შევისწავლო ამ ტექნოლოგიების პოზიტიური და უარყოფითი ასპექტები, თუ როგორ გამოვიყენოთ ისინი ჩვენს სერვისებში.“


დევიდ მარკუსი, რომელიც Messenger-ის თავია, PayPal-ის ყოფილი პრეზიდენტი, Coinbase-ის საბჭოს წევრი და Facebook-ში ოთხი წლის განმავლობაში მუშაობს, კომპანიაში ბლოკჩეინის მხრივ ყველაფერში იქნება პასუხისმგებელი. ის შექმნის ჯგუფს, რომელიც შეისწავლის Facebook-ზე ბლოკჩეინის შესაძლებლობებს.


„Messenger-ის ხელმძღვანელობის ოთხი წარმოუდგენელი წლის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ დროა ახალი გამოწვევა მივიღო. მე შევქმნი მცირე ჯგუფს, რათა გამოვიკვლიოთ, თუ  როგორ შევძლებთ  ბლოკჩეინის საუკეთესოდ გამოყენებას Facebook-ზე,“ - განაცხადა მარკუსმა Facebook-ის პოსტზე.


მარკუსი ახლა უძღვება გუნდს, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე ატარებს გამოკვლევას. მან ბევრი რამ იცის კრიპტოვალუტის შესახებ, მხოლოდ ის ფაქტიც საკმარისია, რომ ის ადრეული ბიტკოინ ინვესტორია, და, ამასთან ერთად, 2017 წლის დეკემბერში იგი შეუერთდა Coinbase-ის საბჭოს.


კვირის დასაწყისში Facebook-ის სპიკერმა განაცხადა Cheddar-თან, რომ "ბევრი სხვა კომპანიების მსგავსად Facebook ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ძალაუფლების გამოსაყენებლად საუკეთესო გზების გამონახვას ცდილობს.“


„ეს ახალი პატარა გუნდი ბევრ სხვადასხვა აპლიკაციას შეისწავლის. ჩვენ არ გვაქვს რაიმე სხვა გასაზიარებელი.“


bottom of page