top of page

გერმანული ბანკი SWIFT-ის ბიტკოინით ჩანაცვლებას გეგმავს


გერმანული ბანკი, Bitbond-ი, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სესხები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბიტკოინით დაფარონ.


ონლაინ ბანკის პლატფორმა იყენებს ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებს SWIFT-ის ჩასანაცვლებლად. SWIFT არის ფინანსური სერვისების მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროვაიდერი. Bitbond-ი კი სესხის აღების საშუალებას იძლევა თითქმის ყოველგვარი დამატებით გადასახადის გარეშე. რადოსლავ ალბერხტი, ბანკის დამაარსებელი, შემდეგ განცხადებას აკეთებს:


„ტრადიციული ფულადი გზავნილები დამატებით თანხებთანაა დაკავშირებული ვალუტების გადაცვლის ხაჯების გამო და შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს პროცედურის დასრულებას. Bitbond-თან ერთად, გადარიცხვები სრულდება იმის მიუხედავად, თუ საიდან სად იგზავნება თანხა. ის არის ძალიან ძალიან სწრაფი და ტრანზაქციული ხარჯებიც მინიმალურია.“


რაც ხდის აღნიშნულ სერვისს დამატებითი აღნიშვნის ღირსად არის ის, რომ Bitbond-ი 2016 წლიდან ოფიციალურად ლიცენზირებული ბანკი გახდა გერმანიაში, რაც მარტივი პროცედურა ნამდვილად არ გახლავთ.


როგორ მუშაობს ბანკი?


ის აძლევს მომხმარებლებს საშუალებას, სესხები ჰქონდეთ ბიტკოინში ან სხვა კრიპტოვალუტაში მოკლე დროის მანძილზე, შემდეგ კი თანხა გადაიყვანება ადგილობრივ ვალუტაზე. ეს მეთოდი გაცვლის კურსს შედარებით ფიქსირებულს ხდის და მინიმუმამდე დაჰყავს კრიპტოვალუტების ცვალებადი ფასის ფაქტორი.


გერმანიას უყვარს ბიტკოინი


ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გერმანია არ გამოსულა კრიპტოვალუტების და კერძოდ ბიტკოინის წინააღმდეგ.


თუმცა, ხელისუფლების პირები ევროპულ ქვეყნებში არ არიან კრიპტოვალუტების დიდი გულშემატკივრები. გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ხელი მოაწერა დიდი 20-იანის გადაწყვეტილებას, რომელიც კრიპტოვალუტებს საშიშ აქტივად არა მხოლოდ ინვესტორებისთვის, არამედ მთლიანდ გლობალური ეკონომიკის სტაბილურობისთვის აცხადებდა.


მიუხედავად ამისა, გერმანიამ ხელი მოაწერა 21 ევროპული სახელმწიფოს მიერ დადებულ „ ევროპული ბლოკჩეინ პარტნიორობის შექმნის შესახებ დეკლარაციას“-ს 2018 წლის 10 აპრილს.


წყარო: http://bitcoinist.com

bottom of page