top of page

‘შემოუერთდი ტრონის რევოლუციას’ - გვთავაზობს ჯასტინ სანი


მარკეტი ჯერჯერობით კიდევ წითელია, რაც, ასე თუ ისე, ნორმალურია. ეს მანამდეც მომხდარა და არ უნდა გააკვირვოს არც ერთი მოვაჭრე, რომელიც ამაში ჩართულია მინიმუმ წინა ნოემბრიდან მოყოლებული. კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სამყარო ჯერ კიდევ აპირებს არსებობას. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე ინდუსტრიას მოუწევს გაფართოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამოცდა, თუმცა ამ ეტაპის გავლა ნებისმიერ ახალ ტექნოლოგიას უწევს. ეს არის სენტიმენტი, რომელიც წარმოთქვა ჯასტინ სანმა იმ პერიოდებზე დაყრდნობით, რისი გავლაც ტრონის პროექტს მოუწია წინა რამდენიმე თვის განმავლობაში.


ტვიტერზე გამოქვეყნებულ ჯგუფურ ფოტოსთან ერთად, რომელზეც გამოსახულია ტრონის ასრვაკაციანი გუნდი ბეიჯინგის ოფისიდან, ჯასტინ სანი მოუწოდებს თავის გულშემატკივრებს, გახდნენ ნაწილი ამ რევოლუციისა და გაფართოებადი გუნდისა. მან ეს განაცხადი ატვირთულ გუნდურ ფოტოსთან ერთად განათავსა.


„საბოლოოდ, გადავიღეთ ჯგუფური ფოტო მთელი შემადგენლობით ბეიჯინგის ოფისში. ჩვენთან ერთ-ერთი სწრაფად გაფართოებადი ბლკოჩეინის გუნდია. ჩვენ ყოველდღე დღეში ერთ შემოთავაზებას ვაგზავნით. წლის ბოლოს ველოდებით, რომ ვიყოთ ოთხასკაციანი გუნდი. ასევე, ვფიქრობთ, რომ გვეყოლება 1000-ზე მეტ წევრიანი გლობალური შემადგენლობა 2019 წლის ბოლოსთვის. შემოუერთდი რევოლუციას!“ - ჯასტინ სანი.


ის ფაქტი, რომ Tron Foundation დღეში ერთ შემოთავაზებას პერსპექტიულ ადამიანებს უგზავნის, ამტკიცებს, რომ ეს პროექტი მარტივად გაიკვლევს გზას დღევანდელ კრიპტო სამყაროში. ის, რომ ტრონის გუნდი შედგება ახალგაზრდა წევრებისგან, ნიშნავს, რომ მათ ეცოდინებათ სიმპათიები და ანტიპათიები იმ დუბლირებული ციფრული თაობისა, რომლებიც სულ შეშფოთებულები არიან თავიანთი ონლაინ პერსონებით.


ჯასტინმა ისაუბრა ახალგაზრდა გუნდზე და იმაზე, თუ რატომ იქნება ეს პროექტის აყვავების გასაღები: „ტრონი არის ათეულში ყველაზე ახალგაზრდა, მაგრამ ჩვენ ვართ პროფესიონალები, იმ გუნდთან ერთად, რომელსაც გამოცდილება აქვს მიღებული ინტერნეტ კომპანიებისგან, როგორიცაა Alibaba. სხვა მდგრად კრიპტო კომპანიებთან შედარებით, ტრონი არის უფრო მოქნილი და მარტივად ითვისებს ცვლილებებს. 2018-ში შევთავაზებთ ჩვენს ახალგაზდა და პროფესიონალ ჯგუფს ერთ ცვლილებას, უფრო მარტივ და კონსერვატიულ ძველ სტრუქტურას. ტრონის იდეოლოგიას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ჯანსაღი განვითარებისთვის“. ჯასტინის ეს განცხადებები და ფაქტები რამდენიმე ადამიანისთვის, სამკარისია, რომ გახდნენ ტრონის HODL-ერები და გულშემატკივრები ამ წუთიდან მოყოლებული.


bottom of page