top of page

„ბლოკჩეინი ჯადოსნური ჯოხია“ - ჯონ მაკაფე


ტვიტერზე გავრცელებულ ინტერვიუში, ჯონ მაკაფე ბიტკოინს იმედისმომცემ მომავალს უწინასწარმეტყველებს ინტერვიუში ადელ დე მეიერთან, ‘The Crypto Collectors’-ის ერთ-ერთ დამფუძნებელთან. მან ბლოკჩეინი განმარტა, როგორც კაცობრიობის უდიდესი მოვლენა:


”მოვლენები იშვიათად ცვლის კულტურას იმ გზით, რომელიც მკაფიოდ შეიძლება იყოს დანახული, გაზომილი ან ნაგრძნობი. 200 წლის წინ ორი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. პირველი - მრეწველობის განვითარება, ხოლო მეორე - ციფრული სამყაროსი. ვთვლი, ბლოკჩეინი უკანა პლანზე წაწევს ორივეს.“


მან ასევე თქვა, რომ ბლოკჩეინი არის მექანიზმი, რომელიც დაგვეხმარება ადამიანური პოტენციალის გამოყენებაში, რაც დააჩქარებს ადამიანის ევოლუციას. მისი თქმით, ბლოკჩეინი ხელს შეუწყობს ნებისმიერ გადანაწილებულ სტრუქტურას.


„თუ არსებული კომპანიები ბლოკჩეინზე გადაერთვებიან, ყველა ფუქნცია განაწილებული იქნება. აღარ იქნებიან უფროსები, არანაირი იერარქიული ორგანიზაციები, არანაირი სიძლიერის ზეგავლენა და სხვა.“


ჯონმა ასევე აღმოაჩინა ბლოკჩეინის პოტენიციალი, გაანადგუროს დღევანდელი იერარქიული სისტემები. ის ამბობს, რომ ‘მათემატიკას ზუსტად შეუძლია, გადააქციოს იერარქიული სისტემა გაზიარებულ სისტემად.’ შეზღუდულობის ფაქტორი მხოლოდ ადამიანის მოხერხებულობა იქნება. მან ისაუბრა იმაზე, რომ ჩვენ, როგორც ადამიანებს, ჩვენი ძალაუფლების გამოყენება ახალი მითითებების მისაცემად შეგვიძლია.


როდესაც ჯონს კითხეს აზრი ტექნოლოგიური რევოლუციის პოლიტიკაზე და უნდა იყოს თუ არა ტექნოლოგიები პოლიტიკისგან თავისუფალი, მან უპასუხა, რომ ტექნოლოგია შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც კარგისთვის, ასევე ცუდისთვის, რის მაგალითადაც ატომური ბომბი და ატომური ენერგია მოიყვანა.


„ბლოკჩეინი ჯადოსნური ჯოხია. როგორი სამყარო გინდა წარმოგიდგეს თვალწინ? კარგად დაფიქრდი, სანამ ამ ჯოხს დაიქნევ.“ - თქვა მან.


ამასთან, ჯონმა დაამატა, რომ ის ახლა კარგადაა გარკვეული ამ საკითხში, ვიდრე ადრე. ამიტომაც აცხადებს ის ასეთ იმედისმომცემ პროგნოზს ბიტკოინზე: რომ ის მიაღწევს 1 მილიონ დოლარს 2020 წლისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ Golem Network (GNT) არის მისი საყვარელი ალტკოინი ამ მომენტისთვის.


„ეს არის დეცენტრალიზებული გზა, შენი თავისუფალი კომპიუტერული ენერგიის გამოყენებისთვის საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად და მასიური პროექტების შესრულებაში დასახმარებლად; წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეუძლებელია. მე მომწონს კონსერვატიულობა ქსელში.“


წყარო: https://ambcrypto.com

bottom of page