რიპლის მონეტარული გამოყენება, გასაღები იქნება XRP-ისა და სხვა კრიპტოების აღიარებისთვის
Reddit-ის მომხმარებლობის ხიბლი მდგომარეობს იმაში, რომ ხანდახან საინტერესო სიახლეებს წააწყდები იქ მყოფი საზოგადოების შესახებ. ამ მხრივ, არც XRP reddit community არ არის გამონაკლისი. აქ შეგიძლია რიპლის შესახებ უახლესი და საუკეთესო ამბები ნახო. ერთ-ერთი სიახლე XRP-ს მომხმარებლების რადარზე გამოჩნდა, მაგრამ არა ეთერიუმის მსოფლიო სიახლეების რადარზე.
Reddit-ის გვერდზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა, losouno-მ, გამოაქვეყნა, რომ მან თავის სტილისტს XRP-ს საშუალებით გადაუხადა, წარმოგიდგენიათ?
რატომ არის ასეთი შემთხვევითი გადახდის აქტი მისაღები?
პირველ რიგში, ეს შეიძლება ერთ-ერთი იყოს იმ ღონისძიებათაგან, რომლებიც სქემას ქმნის კრიპტოების დიდი რაოდენობით მიღებისას. კერძოდ, რიპლის მოხმარება ჩვეულებრივი ადამიანების მიერ, როგორიც ვართ მე და შენ, საქონლისა და სერვისების გადახდისთვის. აღარანაირი ნაღდი ფული. აღარანაირი საკრედიტო ბარათები. ეს არის მხოლოდ ორ ადამიანს შორის ტრანზაქცია შეუფერხებლად ბლოკჩეინის საშუალებით. ამ შემთხვევაში რიპლი გვაძლევს სწრაფი (3.3 წამი), დაბალი ტარიფის (0.00004$ თითო ტრანზაქცია) და უსაფრთხო ტრანზაქციის საშუალებას ბლოკჩეინის მეშვეობით.
რა უშლის ხელს მასობრივ აღიარებას?
ეს ძალიან მარტივია. არც ისე ბევრი ადამიანი წამოსულა ‘The Matrix’-დან, რომელიც ტრანზაქციების შესრულების რეგულარული გზაა. ჩვენ ჯერ კიდეც დამოკიდებულები ვართ ნაღდ ფულზე, ჩეკებზე, საკრედიტო ბარათებზე, ბანკებზე და სხვა. ჯერ კიდევ ‘The Matrix’-ში ვარ, მაგრამ არა დიდი ხნით. კრიპტოების აღიარება უფრო სწრაფად მიდის, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი წარმოიდგენდა.
ამის მტკიცებულებაა ახლანდელი ვოლსტრიტის ტოპ ტრენდები, რომლებიც ცდილობენ, დააპატენტონ ბლოკჩეინის ტექნოლოგია და, უფრო მეტიც, ფიქრობენ თავიანთი კრიპტო გაცვლების სისტემის შექმნაზე. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, მშობლიური კომპანია New York Stock Exchanges-ისა, ICE(intercontinental exchange), მხარს უჭერს ბიტკოინსა და მთლიან კრიპტო სამყაროს, იმ იმედით, რომ მათაც ექნებათ საკურათი კრიპტო მიმოცვლის სისტემა.
ამრიგად, ჩვენ ვართ რევოლუციურ სამყაროში. ჩვენ ხელთ გვაქვს კრიპტოს აღიარების გასაღები, რომელსაც ტრანზაქციებისთვის ვიყენებთ. ეს ძალიან მაცდურად მიაჩნია HODL-ს, თუმცა თუ მისი ინდუსტრია აყვავდება, იძულებულები ვიქნებით კრიპტო გამოვიყენოთ. XRP საუკეთესო არჩევანია კრიპტოს აღიარებისთვის მსოფლიოში, როგორც ეს სტილისტურ სალონში გადახდის შემთხვევაში იყო.