კარდანო საფულისთვის "ფორმალურ სპეციფიკაციებს" ამატებს
Cardano-მ [ADA] ამ თვეში კრიპტო მედიის ყურადღება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობითა და ტექნიკური თუ სხვა ასპექტების გაუმჯობესებით მიიპყრო. Sebastian-ის ყოველკვირეულ ტექნიკურ განახლებაში საუბარი იყო საფულის სხვადასხვა გაუმჯობესებების შესახებ, ახლა კი გუნდი საფულისთვის ოფიციალური სპეციფიკაციების (მათემატიკურად დაფუძნებული ტექნიკები, რომელთა მიზანია სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის იმპლემენტაციისთვის დახმარების გაწეცა) განახლებაზე აკეთებს განცხადებებს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კრიპტოვალუტას ასეთი სპეციფიკაციები ექნება.
ვერსია 1.0, ფორმალური სპეციფიკაცია Cardano-ს საფულისთვის (ან ნებისმიერი UTxO-ზე დაფუძნებული კრიპტოვალუტის), გვეხმარება, გავიგოთ ზოგიერთი შეუმჩნეველი ფაქტორები და გვაძლევს ტესტირებისთვის და შესრულებისთვის გონივრულ საწყის წერტილს. კრიპტოვალუტის საფულეები თითქმის სავალდებულოა ნებისმიერი კრიპტოვალუტის სისტემისთვის და კარგად შერჩეულ დიზაინს მოითხოვს, ვინაიდან ისინი დაკვირვებას და ურთიერთქმედებას ახდენს ბლოკჩეინ ლეჯერთან, რათა შეინარჩუნოს ინფორმაცია კონკრეტული მომხმარებლის მფლობელობაში მქონე ვალუტის შესახებ, ასევე იძლევიან ახალი ტრანზაქციების შექმნისა და წარდგენის საშუალებას.
ფორმალური სპეციფიკაციის ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ გაამარტივოს და ფოკუსირება მოახდინოს იმაზე, რაც აუცილებელია, ანუ უმნიშვნელოვანეს ნაწილებზე აქცენტირება და ნაკლებად მნიშვნელოვანის იგნორირება. აქედან გამომდინარე, ამგვარი ბალანსის კითხვებზე პასუხის გაცემის საუკეთესო და ზუსტი საშუალებაა ოფიციალური მათემატიკური მიდგომა.
გუნდი აცხადებს:
„ჩვენ ვფოკუსირებთ საფულის სტრუქტურასა და გარდამავალ მდგომარეობაზე, როცა ლეჯერი იზრდება და ახალი ტრანზაქციები იქმნება. და რაც მთავარია, აქცენტირებას ვახდენთ იმაზე, თუ რა არის საფულის ბალანსი ყველა ასეთი მდგომარეობისთის, რაც საფულის სამი ცნების განსაზღვრით სრულდება, თითოეული კი სხვადასხავა მიზანთანაა შესაბამისობაში, რომ ბალანსის მოთხოვნას პასუხი გასცეს.“
წყარო: https://ambcrypto.com