top of page

OmiseGo (OMG) სამხრეთ კორეის საუკეთესო ბანკების მასშტაბურობასა და უსაფრთხოებას აუმჯობესებს


OmiseGo თანამშრომლობს სამხრეთ კორეის ორ საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტთან მას შემდეგ, რაც რიპლმა და EOS-მა წარმატებული თანამშრომლობა დაიჭირეს სხვა მსგავს კომპანიებთან. Shinhan და Woori სამხრეთ კორეის ორი ყველაზე ცნობილი ბანკია, რომელთაც გასულ თვეს გამოაცხადეს, რომ უსაფრთხო საქმიანი ურთიერთობები აქვთ OMG-სთან. ორივე ბანკმა ხელი მემორანდუმს მოაწერა, რომლის თანახმადაც მათ შეიერთეს OmiseGo-ს ბლოკჩეინ პლატფორმა ფინანსური ტრანზაქციების განსახორციელებლად.


ბლოკჩეინ ტექნოლოგიის აღიარებაში დიდი როლი ითამაშა OmiseGo-ს მონაწილეობამ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური კომიტეტის პროექტში (Asia Pacific Economic Committee), რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის როლს შეეხება ფინანსური სერვისებისა და სხვა ტრანზაქციების უზრუნველყოფაში.


ციფრული ვალუტის ან კრიპტოვალუტის ლეგალურობა ბევრი ადამიანისთვის ისევ ეჭვის ქვეშაა. მაგრამ, OmiseGo-ს დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, იუნ ჰასეგაუა, ფიქრობს, რომ ციფრული მონეტები ქონებაა, რომლებიც ვაჭრობისთვის ან დანაზოგის სახით შეიძლება გამოიყენო. მან თქვა, რომ კრიპტოვალუტები მრავალმხრივი, სტაბილური, კერძო და მასშტაბურია.


კრიპტოვალუტები ტრადიციული ვაჭრობის ცენტრალურ და ფინანსურ სისტემასთანაა შერწყმული, რაც ამარტივებს ტრანზაქციების პროცედურას მსოფლიოს გარშემო. თუმცა, იუნ ჰასეგაუამ ასევე განაცხადა, რომ ქაღალდის ვალუტა დომინირებულ მდგომარეობაშია მაშინ, როდესაც კრიპტოვალუტა შედარებით ნაკლებად გავრცელებულია. კრიპტოვალუტის ბაზარი შეფასებულია $400 მილიარდად, ქაღალდის ფული კი, რომელიც მთელს მსოფლიოშია გავრცელებული - $280 ტრილიონად.


იუნ ჰასეგაუამ განმარტა: “კრიპტოვალუტა სწრაფად იზრდება და ვითარდება, მაგრამ წინ კიდევ ბევრი გზაა გასავლელი”.


OmiseGo-ს ფასი ჯერ კიდევ იზრდება და მას წარმატების დიდი შანსი აქვს. OmiseGo ახლანდელ ბაზარზე 21-ე ადგილს იკავებს $1.6 მილიარდიანი კაპიტალით.


წყარო: https://ambcrypto.com

bottom of page