“ბიტკოინის ფასი 2019 წლის ბოლოს $36,000 გახდება”
Fundstrat-ის ანალიტიკოსმა, სემ დოქტორმა, ხუთშაბათს მოხსენება გამოუშვა ბიტკოინის მოპოვებაზე, რომელიც წინასწარმეტყველებს 2019 წლის ბოლოს ბიტკოინის ფასს $20,000 - $64,000 საზღვრებში, კონკრეტულად კი დაახლოებით $36,000 -ს.
Fundstrat-ის მთავარმა მკვლევარმა, ტომ ლიმ, კვირის დასაწყისში გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნავარაუდებია მომავალ კვირაში ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების გაუმჯობესება, რისი საფუძველიც ბლოკჩეინ კონსენსუს 2018 კონფერენცია იქნება, რომელიც ნიუ იორკში ჩატარდება 14-16 მაისს.
მეცნიერ სემ დოქტორის კვლევა ეყრდნობა უოლ სტრიტის ტოპ სტრატეგოსს, ტომას ლის, რომელიც მკვლევარია Fundstrat Global Advisors-ში. კვლევა აჩვენებს, რომ ბიტკოინის ფასს კრიპტო მოპოვების ეკონომიკა განმარტავს და ვარაუდობს $36,000-ის ფარგლებში ფასს 2019 წლის ბოლოს.
ბუტიკ საკვლევმა ფირმამ, Fundstrat Global Advisors-მა, გამოუშვა თავისი მეორე მოხსენება ამ კვირაში კრიპტოვალუტების ბაზრის შესახებ. მოხსენება, სახელად „The Mining White Paper“, რომელიც მათმა ერთ-ერთმა მეცნიერმა, სემ დოქტორმა, შეადგინა, ხსნის იმას, რომ საზომმა, სახელად "Bitcoin Price to Mining Breakeven Cost" (P/BE) ისტორიულად მოგვაწოდა სანდო მხარდაჭერის დონე ბიტკოინისთვის ბიტკოინის მოპოვების ეკონომიკაში მათი ზრდის მოდელზე დაყრდნობით მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. გონივრულია, ველოდოთ ფასის $20,000-64,000 საღვრებში გაზრდას 2019 წლის ბოლოს. თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ ფასი $36,000-თან ახლოს იქნება.
ტომას ლიმ ხუთშაბათს გამოაქვეყნა ტვიტი, რომელიც გვიჩვენებს მისი მოხსენების შეჯამებას.
ეს მოხსსენება გამოჩნდა ტომას ლის მოხსენების "Bitcoin/Crypto to Rally During Consensus 2018" გამოქვეყნებიდან სამი დღის შემდეგ. მასში ტომას ლიმ ივარაუდა ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტებისთვის ფასის გაუმჯობესება 2018 წლის კონსენსუსის დროს (ბლოკჩეინის კონფერენცია ნიუ იორკში ჩატარდება მომავალ კვირას (14-16 მაისი) ) და ნაწინასწარმეტყველებია დაახლოებით $25,000-იანი ღირებულება ფარგლებში 2018 წლის ბოლოს.
თავის მოხსენებაში ის წერ:
„იმის გათვალისწინებით, რომ ეს ერთ-ერთი უდიდესი კრიპტო კონფერენციაა მსოფლიოში, წელს დასწრება მკვეთრად გაიზრდა და ტარდება ზუსტად იმ დროს, როცა ბიტკოინი/კრიპტო დაწეულია წლის კონკრეტულ დღეს. მაშასადამე, ჩვენ მოველით, რომ კონსენსუსის შეკრება გასულ წლებთან შედარებით გაცილებით დიდი იქნება.“
წყარო: https://www.cryptoglobe.com