top of page

ბიტკოინით ვაჭრობის პლატფორმა დაჯარიმდა


ბიზნესი, რომელიც აცხადებდა, რომ ის ბიტკოინით ვაჭრობასი ლიცენზირებული პირველი ვებსაიტი იყო ვიეტნამში, ვიეტნამის კომუნიკაციის სამინისტრომ არალეგალური სოციალური ქსელის შექმნისთვის და არალეგალური საიტის დაფუძნებისთვის დააჯარიმა.


ვაჭრობის საიტი აცხადებდა, რომ მათ ჰქონდათ ლიცენზია, ევაჭრათ კრიპტოვალუტებით, მაგრამ ის მაინც დააჯარიმეს $1,750 და ჩამოართვეს დომეინი bitcoin.vn.


“Bitcoin Vietnam”-ი რომელსაც ცენტრალური ოფისი ქალაქ ჰო ჩი მინჰში აქვს, 40 მილიონი ვიეტნამური დონგით ($1,750) დაჯარიმდა ვიეტნამის რადიო, სატელევიზიო და ელექტრონული ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ, რომელიც ინფორმაციის და კომუნიკაციის სამინისტროს ექვემდებარება.


ნგუიენ ტრან ბაო პუონგი, ბიტკოინ ვიეტნამის ადვოკატი ამბობს, რომ ის იძიებს ჯარიმის მიზეზს.


ის ამბობს, რომ კომპანია გარდამავალ ეტაპზეა და რეგისტრაციის კოდი გადაწყვეტილების მიღებამდე გაუქმდა.


““Bitcoin Vietnam” კრიპტოვალუტების ბირჟაა. ჯერ არ გვაქვს ლიცენზია რომ მივაწოდოთ მომსახურება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არალეგალურად ვფუნქციონირებთ. კომპანია თვალს ადევნებს ნებისმიერ ახალ რეგულაციას ბიტკოინთან დაკავშირებით და ვაპირებთ, დავემორჩილოთ ნებისმიერ კანონს,” ამბობს პიონგი.


კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, ის 2013 წელს დაფუძნდა და ბიტკოინის ტრანზაქციებზე ლიცენზია აქვს.


მაგრამ, ბოლო ინტერვიუში, წარმომადგენელმა გაამხილა, რომ კომპანიის ლიცენზია მხოლოდ “ფინანსური რჩევებისთვის” იყო.


კომპანიამ შექმნა რამდენიმე ვებგვერდი გასულ ოთხ წელიწადში, მათ შორის bitcoin.vn და vbtc.vn. ბიტკოინ ვიეტნამმა 6 მარტს, პირველად გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მათი მთავარი დომეინი - bitcoin.vn - VNNIC-ს მიერ დროებით გათიშულია.


“VNNIC-ი წყვეტს bitcoin.vn-ს ფუნქციონირებას. ეს შეზღუდვა გრძელდება 45 დღე 15:00 05/03/2018-დან” - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.


“Bitcoin Vietnam“-ს 10 დღე მიეცა მოთხოვნების შესასრულებლად და კომპანია ისინი უკვე დააკმაყოფილა კიდეც. დომეინი ჩამორთმეულია და გადაცვლები bitcoinvn.io დომეინზე ხდება.


ვიეტნამის ეროვნული ბანკი არ ცნობს ვირტუალურ ფულს, როგორც ლეგალურ გადახდის მეთოდს და ტრანზაქციები არ არის დაცული კანონით.


წყარო: https://coindoo.com

bottom of page