top of page

მიაღწევს კარდანო $1.00-ს ამ განცხადებით?


შენიშვნა: ეს არ არის საინვესტიციო რჩევა. მოცემული სტატია მომზადებულია ვებ-გვერდ www.cryptodaily.co.uk-ის მიხედვით და წარმოადგენს მათ პროგნოზს. ამიტომ გთხოვთ, საინვესტიციო გადაწყვეტილებები მხოლოდ საკუთარ თავზე და მოძიებულ ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღოთ.


გუშინ კარდანომ ნამდვილად გასაოცარი განცხადება გააკეთა, რომელიც გულისხმობს კარდანოს დაწყვილება-გაერთიანებას სამხრეთ კორეის მობილური გადახდის გიგნატებთან, Metaps Plus-თან. ყველაზე აღსანიშნავი ფაქტი ამ განცხადებასთან დაკავშირებით არის ის, რომ უამრავი წყაროს თქმით, ეს კრიპტოვალუტის მობილური გადახდების განსახორციელებლად გამოყენების პირველი მაგალითია აზიაში. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამჟამად აზია, როგორც კონტინენტი, ნამდვილად კრიპტოვალუტის ცენტრია, იმასაც მიხვდებით, თუ რატომ აღფრთოვანდა ამის გამო ხალხი.


ამ ინტეგრაციის შედეგად, უახლოეს მომავალში კარდანო შეიძლება გამოიყენონ, როგორც ფულის გადამტანი ჩასარიცხი ალტერნატივა Metaps Plus-ში. ეს უამრავ მომხმარებელს მისცემს წვდომას კარდანოსა და ADA-ს ვალუტაზე. ეს არა მარტო გაზრდის კარდანოს ვაჭრობის მოცულობას, არამედ ამან უნდა გამოიწვიოს მისი ღირებულების მკვეთრი ზრდაც. ზოგიერთი წყარო ვარაუდობს, რომ Metaps Plus-ის აპლიკაცია უკვე დაახლოებით 1 მილიარდჯერაა გადმოწერილი. შესაბამისად, პოტენციური მომხმარებლის გაჩენის საფუძველიც ნამდვილად კოლოსალურია.


ამ მომენტისთვის, კარდანოს ღირებულება $0.32-ია, ასე რომ, მაინც საკმაო დრო დასჭირდება კარდანოს $1.00-მდე მისაღწევად, თუმცა ამ პარტნიორობას ნამდვილად შეუძლია ვალუტას ის ბიძგი მისცეს, რომელიც მას ესაჭიროება.


Metaps Plus-ის მართველმა Kim Seungyeon-მა განაცხადა:


„აღტაცებული ვარ, რომ EMURGO-სთან პარტნიორობით, ADA-ს მონეტას კორეის ერთ-ერთ უდიდეს მობილური გადახდის პლატფორმაში ჩავრთავთ. ჩვენ, უბრალოდ, ორიენტირებულები ვართ მცირე გაყიდვებისა და ღირებულების მიწოდებაზე ჩვენი არაპირდაპირი და პლატფორმის პარტნიორებისთვის ADA-ს მონეტის მფლობელების გავლით“.


ახლა, როცა უკვე გაეცანით კარდანოს მიმდინარე სტატუსს, ნამდვილად რთულია, დავინახოთ, როგორ გავლენას მოახდენს ეს განცხადება მის ღირებულებაზე. მოდით, პირდაპირ შევხედოთ: ბაზრებს თითქმის არ ჰქონიათ რეაქცია ამ განცხადებაზე, ასე რომ, რატომ იქნება განსხვავება მომავალში?


როგორც უკვე აღვნიშნე, Metaps Plus-ის აპლიკაციას 1 მილიარდამდე ჩამოტვირთვა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, აღჭურვილი ტექნოლოგიით, მობილურს მობილური გადახდისთვის იყენებს. კარდანოს სარგებელი აქედან მანამ არ ექნება, სანამ ADA ხელმისაწვდომი არ იქნება აპლიკაციით. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ, დავინახოთ, თუ როგორ მოიხვეჭს კარდანო ამ პარტნიორობის სარგებელს. ეს საკმაოდ ნელი პროცესია, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, სავარაუდოდ ეს ყველაფერი კარდანოს ღირებულების ზრდას შეუწყობს ხელს.


წყარო: https://cryptodaily.co.uk

bottom of page