top of page

"ჩვენ გვექნება გლობალური კრიპტოვალუტა, თუმცა ეს არ იქნება"


  • “მე დიდად არ მჯერა ბიტკოინის, თუმცა მჯერა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის” - აცხადებს Goldman Sachs-ის ყოფილი დირექტორი

  • “მე ვფიქრობ, რომ სამყარო მივა იმ დასკვნამდე, რომ მას სჭირდება გლობალური კრიპტოვალუტა, თუმცა ეს არ იქნება მაინინგზე ან ელექტროენერგიის ხარჯებზე დამოკიდებული ვალუტა” - გარი ქოუნი

  • ქოუნის მოლოდინით მომავლის კრიპტოვალუტა ბიტკოინზე უფრო მარტივი იქნება


როგორც ვიცით, ბიტკოინის მოსაპოვებლად სპეციალური კომპიუტერული სიმძლავრეა საჭირო. კრიპტოვალუტა არის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ყველაზე ცნობილი შედეგი, რომელიც არ საჭიროებს მესამე პირს ფულადი ტრანზაქციებისას და რომელიც საშუალებას აძლევს ხალხს, უსაფრთხოდ და სწრაფად განახორციელონ სასურველი გადარიცხვები.


ქოუნის მოლოდინით, მომავლის კრიპტოვალუტა დაფუძნებული იქნება ბლოკჩეინ ტექნოოლოგიაზე, თუმცა მისი შექმნის პროცესი მასებისთვის უფრო გასაგები იქნება და, შესაბამისად, მას უფრო მეტი მიენდობა.


ბიტკოინის მიმართ გაზრდილი ინტერესის შედეგი იყო გასულ წელს მისი ფასის 13-ჯერ გაზრდა. ამ წუთისთვის 1 ბიტკოინის შეძენა $9,300-ად შეგიძლიათ.


ქოუნი აქამდე Goldman Sachs-ში მუშაობდა, Wall Street-ის ერთ-ერთ მსხვილ ფირმაში, რომელიც აპირებს, კრიპტოვალუტების შესყიდვის სერვისი შესთავაზოს მომხმარებლებს.


ქოუნმა, რომელიც ამ დროისთვის არ ფლობს Goldman Sachs-ის არანაირ წილს, განაცხადა, რომ კომპანიამ უნდა გააკეთოს ის, რასაც ისინი სწორად თვლიან საკუთარი ინტერესების განსახორციელებად. Gold Sachs-ის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით მეტი კომენტარი ყოფილ დირექტორს აღარ გაუკეთებია.


წყარო: https://www.cnbc.com

bottom of page