ფეისბუქი ბლოკჩეინის განყოფილებას ქმნის
ბლოკჩეინის ტექნოლოგიების განვითარების გზა მსოფლიოს სხვა ინდუსტრიებს აფიქრებს. მიუხედავად საწინააღმდეგო აზრებისა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით, ბევრი კომპანია მაინც მიიჩნევს, რომ DLT მათი ინფასტრუქტურის განვითარების საშუალებაა.
ორი კომპანია, რომლებსაც ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, მაიკროსოფტი და ფეისბუქია. ორივე მათგანი მიილტვის იმისკენ, რომ ჩადოს ინვესტიცია განვითარებაში, რომელიც დაფუძნებული იქნება ბლოკჩეინზე.
ორგანიზაციულ დონეზე, ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ნაშრომში, ფეისბუქმა ერთდროულად მრავალი კორექტირება განიცადა, რაც შეიძლება ჩაითვალოს ქმედებად, რომელიც ორიენტირებულია არა მარტო იმიჯზე, არამედ კომპანიის პერსპექტივებზეც.
კემბრიჯის ანალიტიკის სკანდალს მოჰყვა კომპანიის პოლიტიკის ფართო გამოკითხვა, რის შემდეგაც, მარკ ცუკერბერგი იძულებული გახდა, სიტუაცია აშშ-ს სენატისთვის განემარტა და უზრუნველყო უსაფრთხოება ფეისბუქის მილიონობით მომხმარებლისთვის.
Recode-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას ახლა სამი ძირითადი განყოფილება ექნება: „აპლიკაციების ოჯახის“ ჯგუფი, „ცენტრალური პროდუქტის მომსახურება“ და „ახალი დაგეგმარებები და ინტერფეისი“.
ბლოკჩეინი: ფეისბუქის გუნდის ინტერესთა ახალი სფერო
ამ ყველა ინოვაციას შორის უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია ისეთი განყოფილების შექმნა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კონკრეტულად ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებასა და გამოძიებაზე. მას გაუძღვება დევიდ მარკუსი, რომელიც მანამდე პასუხისმგებელი იყო ფეისბუქ მესენჯერის განვითარებაზე.
დევიდ მარკუსი არის ადამიანი, რომელსაც აქვს გამოცდილება არა მარტო ბლოკჩეინის ტექნოლოგიაში, არამედ ზოგადად ტექნოლოგიების განვითარებაშიც. მისი კურიკულუმი ვრცელდება ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Coinbase, სადაც ამჟამად იგი დირექტორთა საბჭოს წევრია. ის ასევე Paypal-ის დირექტორიც იყო და შემქმნელი სხვა მრავალი მნიშვნელოვანი სტარტაპისა, როგორებიცაა Zong, Echovox და GTN Telecom.
ბლოკჩეინის განვითარების დეპარტამენტი „ახალი დაგეგმარებებისა და ინტერფეისის“ განყოფილების ერთ-ერთი ნაწილია. მას გაუძღვება ფეისბუქის CTO მაიკ შრუფერი, რომელიც შემდეგ Mr.Marcus’-ის ზედამხედველი გახდება. ამჟამად თანამდებობას, რომელიც მარკუსმა დატოვა, სტან ჩუდნოვსკი მიიღებს.
დევიდ მარკუსი აღტაცებული ჩანს და ამავდროულად კარგად იცის თავისი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც მას მარკ ცუკერბერგმა მიანიჭა. ამ უკანასკნელმა თავის უახლეს პოსტში წარმატებები უსურვა თავის მემკვიდრეს და პირადი დამოკიდებულება ამ ახალი პროექტისამდი გამოხატა:
„მესენჯერის 4 წლიანი დაუჯერებელი დაჯილდოვებების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ახალი გამოწვევების დრო დადგა. მე ვქმნი ახალ მცირე ჯგუფს იმისთვის, რომ გამოვიკვლიოთ, თუ როგორ შეიძლება, უკეთესად გამოვიყენოთ ბლოკჩეინის სისტემა ფეისქუში.
ეს დიდი პატივი იყო ჩემთვის, მესენჯერის ასეთი კარგი გუნდის ლიდერობა, მათი მცდელობები აპლიკაციის შექმნისას შეუდარებელი იყო. მე ისინი მომენატრებიან, თუმცა ვიცი, რომ მესენჯერი სანდო ხელშია სტან ჩუდნოვსკისთან და ისინი საოცარი შესაძლებლობების შექმნას გააგრძელებენ ყველასთვის, ვინც მათზეა დამოკიდებული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.“
მნიშვნელოვანი განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა ფეისბუქის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების პერსპექტივებთან დაკავშირებით. მარკუსის გუნდი თავდაპირველად გამოსაცდელ ეტაპზე იქნება, თუმცა ამ საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მონაცემების შენახვა და დაცვა იქნება.