top of page

უინკლვოსები გეითსს: როგორ დავდოთ ბიტკოინის საწინააღმდეგოდ?


გუშინ Microsoft Corp.co-ს თანადამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა, ბიტკოინი ერთ-ერთ ყველაზე „გიჟურ, სპეკულაციურ ნივთად“ დააახასიათა და CNBC-ის „Squawk Box“-ს განუცხადა, რომ ის მის წინააღმდეგ ფსონს ჩამოვიდოდა, „ამის გაკეთების მარტივი გზა რომ არსებობდეს“. დღეს ტყუპმა უინკლვოსებმა, რომლებიც მსოფლიოს პირველ ბიტკოინ მილიარდერებს შორის არიან, ასწავლეს მას ეს მარტივი გზა. ბილ გეიტსისთვის დაწერილ tweet-ში, ტაილერ უინკლვოსმა Cboe-ის XBT ფიუჩერსის გამოყენება და შემდეგ „თავისი ფულის პირში ჩადება“ ურჩია.


რომ დავაზუსტოთ, გეიტსი არაა ბოლომდე ბიტკონის წინააღმდეგ განწყობილი. წლის დასაწყისში Bloomberg-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ბიტკოინს ჰქონდა პოტენციალი, ვალუტის ტრანზაქციების ხარჯები დაბლა დაეწია:


„ბიტკოინი ჩვეულებრივ ვალუტაზე უკეთესია იმ გაგებით, რომ ფიზიკურად იმავე ადგილას ყოფნა არ გიწევს და, რა თქმა უნდა, დიდი ტრანზაქციებისთვის ტრადიციული ფული შესაძლოა საკმაოდ მოუხერხებელი იყოს", - განაცხადა მან და დასძინა, რომ ყურადღება უნდა მიექცეს იმის უზრუნველყოფას, რომ კრიპტოვალუტა ფულის გათეთრების ან დანაშაულებრივი საქმიანობის მიზნით არ იყოს გამოყენებული. ჰაკერობის შემთხვევებისა და Dark Web-ზე მისი პოპულარობის გამო, ბიტკოინს არასათანადო რეპუტაცია აქვს შექმნილი.


ტყუპი უინკლვოსების შექმნილი Gemini


რეგულირებისა და ინსტიტუციონალური ინვესტორების შესვლასთან ერთად, ბიტკოინზე ცუდი წარმოდგენა იცვლება. ტყუპმა უინკლვოსებმა ამ ცვლილებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს Gemini-ის შექმნით, რომელიც პირველი რეგულირებადი კრიპტოვალუტის ბირჟაა ჩრდილოეთ ამერიკაში. ისინი ადრეული ბიტკოინ ენთუზიასტები იყვნენ და 2014 წლისთვის მასში არსებითი თანხა ჩადეს. გასულ წელს, ბიტკოინის ფასის მკვეთრმა ზრდამ შედეგად მათი ჰოლდინგის ფასიც გაზარდა, რის შედეგადაც ისინი ბიტკოინ მილიარდელები გახდნენ.


bottom of page