top of page

ვორენ ბაფეტი ბიტკოინთან დაკავშირებით ცდება


ლეგენდარული ინვესტორი და “Berkshire Hathaway”-ის აღმასრულებელი დირექტორი, ვორენ ბაფეტი, დიდი ხნის განმავლობაში ბიტკოინთან მიმართებით დათვურ (bear - ადამიანი, რომელიც ვალუტას ყიდის, რის შედეგადაც ფასი ეცემა) სტრატეგიას ირჩევდა და აგზავნიდა წერილებს, რომ ინვესტორები დაკარგავენ ფულს ციფრულ ვალუტაში ინვესტირებით.


ეს იყო საკმარისი იმისათვის, რომ ბიტკოინის კურსი $10 000-სკენ $9 000-ზე დაებრუნებინა. სხვა კრიპტოვალუტებსაც იგივე ბედი ეწიათ.


ძირითადი კრიპტოვალუტების 24 საათიანი ცვლილება:


წყარო: Coinmarketcap.com; 5/7/18 at 2 p.m


ბაფეტის გზავნილის განხილვა ყველასთვის რთულია, ზოგი კრიპტოვალუტის ექსპერტი თვლის, რომ ის ცდება ბიტკოინთან დაკავშირებით. დარენ მარბელი, CrowdfundX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ერთ-ერთი მათგანია. მარბელი ამბობს: “მიუხედავად იმისა, რომ ვორენ ბაფეტს გაკეთებული აქვს ბევრი სწორი შეფასება, ის საშინლად ცდება ბიტკოინთან დაკავშირებით, რადგან ის საერთოდ არ იცნობს ამ ტექნოლოგიას. როგორ შეიძლება ის, ვინც არ იყენებს იმეილს, შეაფასოს, ბიტკოინი?”


მარბელი ადარებს ბიტკოინს და ბერკშირ ჰაზევეის:


“რომ შევადაროთ, თქვენ რომ ინვესტიცია ჩაგედოთ ბერკშირის აქციებში სამი წლის წინ, თქვენ გექნებოდათ 30%-იანი მოგება და ბიტკოინი რომ გეყიდათ სამი წლის წინ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ასჯერ მეტი მოგება გექნებოდათ.”


მან დაამატა: “წლების შემდეგ, როდესაც ქარიშხალი ჩადგება, ბაფეტის შეცდომა ბიტკოინთან დაკავშირებით გახდება ყველაზე დიდი შეცდომა კარიერაში და მისი შეცდომები ამაზონთან და გუგლთან დაკავშირებით უმნიშვნელო გამოჩნდება.“


დანიელ რაისი, მთავარი ტეკნოლოგიების დირექტორი საგავაისში, კიდევ ერთი კრიპტოვალუტების ექსპერტია, რომელმაც ბაფეტის განცხადებას უპასუხა:


“ჩვენ არ ვეთანხმებით ვორენ ბაფეტს იმაში, რომ ბიტკოინი ნულოვანი თამაშია. მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი ტრადიციული ინვესტირებისგან განსხვავებით მოქმედებს, ჩვენი შეხედულებით ეს არ არის უარყოფითი მოვლენა. ძალიან ხშირად, ინვესტორებს ავიწყდებათ, რომ ბიტკოინი სინამდვილეში არის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა.”


დანიელ ვორსლი, LocalCoinSwap-ის მთავარი ოპერაციული დირექტორი, ეთანხმება მას.


“ბიტკოინმა წაახალისა უამრავი ახალი ინოვაცია ამ რამდენიმე წელიწადში. ეს ყველაფერი რევოლუციურია, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებმა აჩვენეს, რომ არსებობს ალტერნატივა ბევრი ინდუსტრიისთვის და აქტივისთვის. ფული, დაზღვევა, კონტრაქტები, გამოთვლითი შესაძლებლობები და ხმის მიცემაც ახლა არის უფრო სამართლიანი და ეფექტური ბიტკოინის და ბლოკჩეინის დამსახურებით.” - განაცხადა მან.


“ვორენ ბაფეტს აქვს ნათქვამი, რომ სჯობია ‘ინვესტირება იმაში, რაც იცი.’ ეს ის რჩევაა რომლის გათვალისწინებაც ღირს!”


წყარო: https://www.forbes.com

bottom of page