top of page

Cardano კორეულ საგადასახადო პლატფორმაზე გამოჩნდა


დღეს დადასტურდა, რომ Metaps Plus-ს ემატება ADA-ს მონეტების მხარდაჭერა. აღნიშნული კომპანია წარმოადგენს სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მობილური გადახდების პლატფორმას.


ეს სტრატეგიული პარტნიორობა ითვალისწინებს ადას მონეტების Metaps Plus-ის მობილური გადახდის სერვისებთან ინტეგრაციას.


Metaps Plus-ი ყოველწლიურად 10 მილიონამდე მობილურ ოფლაინ ტრანზაქციას ახორციელებს 40,000 ოფლაინ მაღაზიაში, ადას მონეტები კი გამოყენებული იქნება 33,000 მაღაზიაში.


„ჩვენი პარტნიორობა Metaps Plus-სთან ხელს შეუწყობს, რომ ADA უფრო ცნობილი გახდეს მსოფლიოს მასშტაბით და კორეელ ხალხში ასოცირდებოდეს გადახდის საშუალებასთან. მოხარული ვარ ახალი ეპოქის დაწყებით.“ 


კენ კოდამა - Emurgo-ს აღმასრულებელი დირექტორი


„მოხარული ვარ, რომ მოსახლეობას შეეძლება ადათი გადახდა სამხრეთ კორეაში, ქვეყანაში, სადაც Cardano-ს საკმაოდ დიდი წარმომადგენელი ჰყავს ხალხში. ვიმედოვნებ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება კრიპტოვალუტების შემდგომ დანერგვაში.“


ჩარლზ ჰოსკინსონი , IOHK-ს აღმასრულებელი დირექტორი


Metaps Plus-ისა და Cardano Foundation-ის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ Cardano-ს მონეტების, Ada-ს, ინტეგრაცია ხალხს საშუალებას მისცემს, მომენტალურად გადაიხადონ სასურველი სერვისის საფასურები. განსაკუთრებულ ხაზს იმას უსვამენ, რომ ეს პარტნიორობა კორეაში მოხდა - ქვეყანაში, რომელიც მიესალმება ტექნოლოგიურ ინოვაციებს და იმედოვნებენ, რომ ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ Ada-ს, არამედ ზოგადად კრიპტოვალუტების, როგორც გადახდის საშუალების, დანერგვას.



bottom of page