შეძლებს ლაითკოინი საკუთარი პოზიციის შენარჩუნებას კრიპტო ბაზარზე?
Litecoin [LTC] კიდევ ერთი მონეტაა, რომელიც კრიპტო ბაზარზე ფასების ზრდის უკანასკნელ ტენდენციას ფეხს უწყობს. ლაითკოინი ამჟამად კრიპტო სიაში მე-6 ადგილზეა ბაზრის მოცულობით ($ 9,534,658,655). ამჟამად, მისი ფასი 169.02 აშშ დოლარია, რაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 5.72%-იანი ვარდნის შედეგია. მონეტა გასული კვირის მანძილზე 11.15%-ით გაიზარდა. ფასების შემცირება ლაითკოინის დამფუძნებლის, ჩარლი ლის მიერ თავისი მონეტების დატოვებაზე ჭორების გავრცელებამ გამოიწვია.
ლაითკოინის ფასი 5 მაისს 160 დოლარიდან 180 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო შემდეგ 169 დოლარამდე ჩამოვარდა. მონეტამ გაზარდა მიწოდებაც 84 მლნ დოლარამდე, რაც ბიტკოინის 21 მილიონს საგრძნობლად აღემატება. კვირის დასაწყისში, ლაითკოინს მჭიდრო ორთაბრძოლა ჰქონდა Cardano-სთან, რომლის დროსაც კრიპტო სიაში თითოეული მონეტა ერთმანეთს ეჯიბრებოდა ადგილის დაკავებაზე, საბოლოოდ კი ბრძოლა ლაითკოინის გამარჯვებით დასრულდა.
ბევრმა ბაზრის ანალიტიკოსმა და ინვესტორმა დაადასტურა, რომ ლაითკოინი ბიტკოინზე ბევრად უკეთესი და იაფი ალტერნატივაა. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ მონეტის ფასი 2018 წლის ბოლოსთვის ბიტკოინისას გადააჭარბებს.
კრიპტოინვესტორმა, მირაჯეინმა, განაცხადა:
"2 თვის წინ LTC-ის ფასი 14 დოლარი იყო, დღეს კი ვხედავთ, როგორ წუწუნებს ხალხი, მძვინვარებს და აღტაცებაშია! უბრალო მოყვარულები! საუკეთესო დრო ლაითკოინის საყიდლად წინა წლები იყო! იფიქრეთ ამაზე!“
კვლევის შედეგად, ამერიკელებისთვის პოპულარულ კრიპტოვალუტებში მეოთხე ადგილზე ლაითკოინი იყო. ლაითკოინს შეუძლია ოთხჯერ მეტი ტრანზაქციის წარმოება, ვიდრე ბიტკოინს.
როგორც Twitter-ის მომხმარებლებმა აღნიშნეს:
„ლაითკოინი ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას! მას უზარმაზარი პოტენციალი აქვს.“
„მოემზადეთ ლაითკოინის ფასის მკვეთრი ზრდისთვის. ეს საბოლოოდ მოხდება!“
წყარო: ambcrypto.com