top of page

კრიპტო ჰაკერებმა ასობით საიტს შეუტიეს


ჰაკერებმა ასობით ვებსაიტზე, რომლებიც დრუპალს იყენებდნენ, ვირუსული პროგრამა გაუშვეს, რომლითაც მონეროს მოიპოვებდნენ.


ამ ინციდენტს ფარდა ტროი მარშმა ახადა, რომელიც უსაფრთხოების მკვლევარია ვებ გვერდზე “ცუდი პაკეტების რეპორტი”. შაბათს მან დაწერა, რომ 300-ზე მეტი საიტი დაიჰაკა და მათზე გაუშვეს პროგრამა “კოინჰაივი”, რომელიც მონეროს მაინინგს აწარმოებს. მათ ისარგებლეს მოძველებული დრუპალის კონტენტის მართვის სისტემით (CMS).


“კრიპტოჯეკინგი” - ასე ეძახიან მსგავს შეტევებს - ამ ბოლო დროს დიდი პრობლემა გახდა. ჰაკერები უპირატესობას გამოსასყიდს ანიჭებდენ - როდესაც ისინი დაშიფრავენ მსხვერპლის ინფორმაციას, ისინი ითხოვენ გამოსასყიდს ბიტკოინსა ან სხვა კრიპტოვალუტაში - მაგრამ ახლა ისინი სულ უფრო და უფრო მეტად ავირუსებენ კომპიუტერებს იმისთვის, რომ გამოიყენონ კომპიუტერის გამოთვლითი შესაძლებლობები მაინინგისთვის.


მურშმა განუცხადა CoinDesk-ს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოჯეკინგი არ არის ისეთი ღია, როგორც ჰეკინგისას ფულის გამოძალვა,“ ის ისევ რჩება პრობლემად - განსაკუთრებით ვებსაიტების ოპერატორებისთვის”.


ის განმარტავს:


“ეს ხდება იმიტომ, რომ კოინჰაივი და სხვა კრიპტოჯეკინგ სერვისები შექმნილია ჯავასკრიპტში. ყველა თანამედროვე ბრაუზერს და მოწყობილობას შეუძლია ჯავასკრიპტის გაშვება, ასე რომ, ყველას შეუძლია კრიპტოვალუტების მაინინგი და სამწუხაროდ კოინჰაივს ბოროტი მიზნებისთვის იყენებენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დრუპალის მომხმარებლებმა უნდა განაახლონ პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად.”


დაზარალებულ საიტებშია სანდიაგოს ზოოპარკი, ეროვნული შრომთი ურთიერთობების საბჭო, ქალაქი მარიონი, ოჰაიო, ალეპოს უნივერსიტეტი, რინგლინგის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი და მექსიკის ქალაქ ჩიჰუაჰუას მთავრობა.


მომხმარებლებმა შესაძლოა ვერც იგრძნონ, რომ მათ კომპიუტერზე მაინერი გაეშვა. ეს შეტევა აფერხებს საიტის მუშაობის სიჩქარეს და, შესაძლოა, დააზიანოს კომპიუტერის პროცესორი.


ყველა კოინჰაივის მომხმარებელი არ არის ჰაკერი. ნიუს მედია “სალონი” და UNICEF-ი იყენებენ ამ პროგრამას, რათა ფინანსები მოაგროვონ, ოღონდ მომხმარებლების თანხმობით.


წყარო: https://www.coindesk.com

bottom of page