ბილ გეითსი უერთდება ბაფეტს და მანგერს ბიტკოინის მოშორებაში
ბილ გეითსი შეუერთდა ვარენ ბაფეტისა და ჩარლს მანგერის სკეპტიციზმს ბიტკოინთან მიმართებაში. მისი თქმით, ის შეამოკლებდა კრიპტოვალუტას, ამის ადვილად გაკეთება რომ შეძლებოდა.
ბილ გეითსზე, ფორბსის მიხედვით მსოფლიოში მეორე უმდიდრეს ადამიანზე, შთაბეჭდილება არ მოუხდენია ბიტკოინის კონცეფციას. ამის მიზეზი არის ის, რომ ხსენებული კონცეფცია არაფერს აწარმოებს. როგორც მან ორშაბათს CNBC-სის „Squawk Box“ განაცხადა, რომ შეძლებოდა, ის კრიპტოვალუტის საწინააღმდეგოდ დადებდა ფსონს.
„როგორც აქტივთა კლასი, თქვენ არაფერს აწარმოებთ, ასე რომ არ უნდა ელოდოთ აღმასვლას. ეს წმინდა ‘დიდი სულელური თეორიის’ ტიპის ინვესტიციას გავს“, განაცხადა Microsoft-ის დამაარსებელმა მილიარდერმა.
„ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მის საწინააღმდეგოდ ჩამოვიდოდი ფსონს, ამის გასაკეთებლად რაიმე ადვილი გზა რომ არსებობდეს“-დაამატა მან.
გეითსმა ასევე კომენტარი გააკეთა პირველად მონეტების შეთავაზებებზე (ICOs), რომლებიც ქრაუდფანდინგის ახალ ტიპს წარმოადგენს. ICO-ს ფარგლებში ინვესტორები ყიდულობენ ახლადშექმნილ მონეტებს, როგორც წესი, ბიტკოინითა და ეთერეუმით.
„ბიტკოინი და ICO-ები, სრულიად დარწმუნებული ვარ, ისინი უფრო გიჟური და სპეკულაციურია“ - აღნიშნა გეითსმა.
მისი თქმით, მან შეიძინა ბიტკოინები საკუთარი დაბადების დღისთვის, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ისევ გაყიდა.
Coinschedule-ის მონაცემების თანახმად, ამ წლის დასაწყისიდან მოყოლებული, დაახლოებით 6.8 მილიარდ დოლარიანი ზრდა დაფიქსირდა ICO-ის მეშვეობით.
თუმცა, გეითსმა აღიარა, რომ ტექნოლოგიას, რომელიც ქმნის ბიტკოინსა და კრივტოვალუტებს, უდიდესი პოტენციალი აქვს.
მეორეს მხრივ, ბიტკოინის წინააღმდეგ ფსონის გაკეთება არც ისე რთულია, რადგან ჩიკაგოზე დაფუძნებულმა ბირჟებმა CME-იმ და Cboe-მ წინა წელს აამოქმედეს ბიტკოინის მომავლის პროდუქტი, რომელიც კრიპტოვალუტის ფასის ვარდნაზე ფსონის დადების საშუალებას იძლევა.
მისი შენიშვნებით, გეითსი იყო მესამე მილიარდერი, რომელმაც ბიტკოინი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც ლეგენდარულმა ინვესტორებმა, ვარენ ბაფეტმა და ჩარლს მანგერმა, შეშფოთება გამოთქვეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით. წერილი ამბობდა, რომ კრიპტო თაღლითობა წარმოადგენს „დემენციისა და ამორალურობის“ კომბინაციას.
Microsoft software-ის იმპერია ბილ გეითს არაერთი წლის განმავლობაში ანიჭებდა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის წოდებას. დღესდღეობით, 90 მილიარდი დოლარის მფლობელი გეითსი მხოლოდ ამაზონის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოს ჩამორჩება, რომლის ქონებასაც ფორბსი 112 მილიარდამდე გაზრდას უწინასწარმეტყველებს.
წყარო: https://cryptovest.com