top of page

HUMENA-ს ჯგუფის რევოლუციური ბლოკჩეინი


ეჭვგარეშეა, მსოფლიოს შეუძლია გამოიყენოს ახალი მედიტაციური ტექნოლოგია ჩვენი თანამედროვე ტექ-გარემოს მენტალურ სიწმინდესა და გონების სიმშვიდესთან დასაკავშირებლად, რაც ყველას ესაჭიროება. HUMENA-მ ​​შეძლო თავისი იდეალური გაერთიანების შექმნა ICO-ს პროექტის სახით, სადაც მონეტის მფლობელებს ბლოკჩეინის მეშვეობით შეუძლიათ როგორც მოგება ნახონ, ისევე მედიტაციასა და ლოცვაში მონაწილეობა მიიღონ.


ამ კვირაში, HUMENA ​​ჯგუფი მისი შვილობილი კომპანიით, HUMENA ​​Club-ით (Nevis), მთავარი განხილვის თემა გახდა თავიანთი ICO-ს წინასწარი გაყიდვის გამოცხადებით, რომელიც მედიტაციიის, ლოცვის წამახალისებელი რევოლუციური პლატფორმითაა მხარდაჭერილი. ბევრი ელის, რომ HUMENA (Astrals)-ის​​ მონეტების მილიონობით მომხმარებელი მას ჩვეულებრივი ბიზნეს ტრანზაქციებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ აღიარებულ კრიპტოვალუტას გახდის. HUMENA ​​არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული სისტემა სინქრონული მედიტაციის, ლოცვისა და გართობისთვის, რათა ადამიანის პერფომანსი, გონებრივი და ფიზიკური კეთილდღეობა გააუმჯობესოს.


HUMENA-ს ​​სინქრონიზირების ტექნოლოგიები მართლაც უნიკალურია ჯგუფის მედიტაციისა და ლოცვის მიღმა არსებული ეფექტურობისა და ენერგიის უზრუნველმყოფელის მხრივ. ის ყველა მონაწილეს შორის მილიწამებში დროის ზუსტ შესწორებას ახდენს NIST ატომური საათის, GPS სიგნალების, NTP სერვერების და კერძო ბლოკჩეინის დახმარებით. HUMENA გონების გაზრდის მეთოდების კომბინაციას ​​იყენებს, რომელიც სინერგიულია და დამტკიცებულია, რომ მომხმარებლისთვის განსაკუთრებული გამოცდილების შემქმნელი იქნება.


HUMENA ​​ჯგუფი 2015 წელს დაარსდა, რომლის გუნდი ამჟამად შედგება ინჟინრების, მენეჯერების, კონსულტანტებისა და მრჩეველებისგან და მოიცავს როგორც ბლოკჩეინის განვითარებასა და აპლიკაციის პროგრამირებას, ასევე ცხოვრების დადებითი სინერგიის მცოდნე მკურნალ სპეციალისტებსაც. 2018 წლის იანვრის მონაცემებით, HUMENA Club ორ მილიონზე მეტი მომხმარებელის მქონე ძირითადი მედიტაციის ჯგუფებთანაა მოლაპარაკებაში. HUMENA-ს ​​ამჟამად აქვს თორმეტი Android და IOS აპლიკაცია შექმნილი, 15,000 დარეგისტრირებული მომხმარებელი და ​​ახალი აპლიკაციებიც ამ წლის განმავლობაში იგეგმება გამოვიდეს.


ბოლო ინტერვიუში ჰუმენას დამფუძნებელმა, ალექსანდრე პინტიკოვმა განაცხადა:

„ყველა ბაზრის და HUMENA-ს ​​ტექნოლოგიების მომხმარებლების საერთო სარგებელი სინქრონული და კოორდინირებული გონებრივი მდგომარეობა იქნება, რომელიც როგორც უკეთეს გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, ასევე სოციალური გარემოს ჩამოაყალიბებს.“


მან ასევე დაამატა:


„ICO- ს წარმატება არა მარტო ფულად მოგებაზეა დაფუძნებული, არამედ ასევე ჩვენი მონეტების თითოეულ მფლობელთა კეთილდღეობასა და ბედნიერებაზე. სხვა ICO-ებისგან განსხვავებით, რომლებსაც ფულის დიდი რაოდენობის სწრაფად მიღება სურთ, ჩვენ აქ ვართ, რომ ფული ვიშოვოთ და ჩვენი მონეტების მფლობელებს მენტალური სიწმინდისა და გონებრივი სიმშვიდის მიღწევაში დავეხმაროთ!“


HALENA კლუბის ICO-ს Astral (AST) მონეტების წინასწარი შეკვეთა 2018 წლის 15 მაისს 12:00 UTC დროზე დაიწყება. მხოლოდ 810,000,000 მილიონი მონეტა შეიქმნება და გაყიდვის შემდეგ ეს შესაძლებლობა გაქრება.


წყარო: http://bitcoinist.com

bottom of page