top of page

2018 წლის დასაწყისში ჩინელმა ინვესტორმა 10 000 ბიტკოინი შეაგროვა

ჩინელმა ინვესტორმა, ქაი უენშენგმა, უანგ ფენგთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან თავის მიზანს მიაღწია და ის ახლა 10 000 ბიტკოინს ფლობს. უენშენგი ჩინეთში პოპულარული აპის, Meitu-ს, დამფუძნებელია და მას ასევე ინვესტირებული აქვს 1.5 მილიარდი დოლარი.


უენშენგის ინტერვიუ, სადაც მან კრიპტოვალუტით თავის დაინტერესებაზე განაცხადა, გამოქვეყნებული იყო Sina Finance-ზე. როდესაც ბიტკოინზე ჰკითხეს, მან აღიარა, რომ ცოტა რაოდენობას ფლობდა 2018 წლის იანვრისთვის. თუმცა, მას შემდეგ, რაც მან ბიტკოინის და ბლოკჩეინის შესაძლებლობები გაიაზრა, მიზნად დაისახა, შეეძინა 10 000 ბიტკოინი. რადგან იმ დროისთვის ფასი ჯერ კიდევ მაღალი იყო, გადაწყვიტა, დალოდებოდა და შეგროვება მაშინ დაიწყო, როდესაც ფასები დავარდა. ბიტკოინის ფასი $6 000-მდე დაეცა იანვრის შემდეგ. რაც უფრო მცირდებოდა ფასი, ის უფრო მეტ ბიტკოინს ყიდულობდა მანამ, სანამ ოთხი თვის შემდეგ თავის მიზანს არ მიაღწია.


მან ასევე აღნიშნა, რომ ბიტკოინის გარდა სხვა ბევრ კრიპტოვალუტაშიც დააბანდა ფული, მათ შორისაა Theta, Ontology, Cortex, Arcblock, Zipper, YeeCall, Dxchain, Charter. ზოგიერთმა მათგანმა დიდი მოგება მოიტანა, ზოგი წარუმატებელი აღმოჩნდა.


ქაი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტის ახლანდელი მდგომარეობა ინტერნეტ ბიზნესის, იგივე Dotcom-ის, ბუმის ადრეული სტადიაა. დოთქომის კრიზისის დროს, 2000 წლისთვის, ათასობით კომპანია დაიღუპა და მხოლოდ რამდენიმე გადარჩა. ინვესტორებმა, რომლებმაც სწორ კომპანიებზე გააკეთეს არჩევანი, უზარმაზარი მოგება მიიღეს.


უენშენგი ასევე ურჩევს ინვესტორებს, რომ წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია. თუ ადამიანები ერთსა და იმავე ბლოკჩეინ კომპანიაში აბანდებენ ფულს, ფასი მაღლა იწევს და ყველა ბედნიერია. თუმცა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მან რომელიმე კომპანიაში დააბანდა ფული, არ ნიშნავს, რომ კომპანია აუცილებლად წარმატებული იქნება. ინვესტორები ზოგჯერ ცდებიან.


მარტში მომხდარი ბაზრის კრიზისის შესახებ, უენშენგმა განაცხადა, რომ ბევრი არაფერი მომხდარა. მომხდარი მან შეაფასა, როგორც დროებითი რეგრესი და, მისი აზრით, კრიპტოვალუტა მკვეთრად გაიზრდება გრძელვადიან პერსპექტივაში. 2017 წლის მარტში, ბიტკოინის ფასი დაახლოებით $1 000 იყო, 2018 წლის მარტისთვის კი მინიმალური ღირებულება $6 000-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით ექვსჯერ მაღალია.


ის ასევე აღიარებს მონეტის პირველადი შეთავაზების (ICOs) მნიშვნელობას ბაზარზე. როგორც წესი, ადამიანებისთვის რთულია კომპანიაში ინვესტირება მის ადრეულ ეტაპებზე. ICO კი ერთსა და იმავე საწყის დონეს აწესებს ინვესტორისა და ჩვეულებრივი ადამიანისთვის.


ჩინეთის მთავრობამ ორივე, კრიპტოვალუტაც და ICO-ც, დაბლოკა, თუმცა ამას ბაზრის ზრდა არ შეუჩერებია. ბირჟების უმრავლესობა ჩინეთის გარშემო ქვეყნებში გადანაწილდა და კრიპტო ვაჭრობა აქ მაინც ყვავის ოფშორული ვაჭრობის დახმარებით. ჩინეთს ოფშორული გაცვლების შეზღუდვა Firewall-ის დახმარებით მოუწია. ექსპერტ - ანალიტიკოსების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მთავრობას აკრძალვის გაუქმება მოუწევს უახლოეს მომავალში.


წყარო: ccn.com

bottom of page