რიპლის ფასის ტექნიკური ანალიზი
მნიშვნელოვანი მომენტები
რიპლის ფასი $0,9250-ს მიუახლოვდა, თუმცა ძლიერ წინააღმდეგობას შეხვდა ამერიკულ დოლართან.
ფასის აღმავლობის ტრენდს პირველი წინააღმდეგობა $0,9000 ნიშნულთან შეხვდა, რამაც შეანელა ზრდის ტემპი.
რიპლი ამ მომენტისთვის წნეხის ქვეშაა და მოკლე ვადაში შეიძლება მისი ფასი $0,78-მდე დაეცეს.
რიპლის ფასის ვარდნა
ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე, შეიმჩნეოდა ფასის სოლიდური მატება $0,9-მდე. ამას დაღმავალი კორექცია მოჰყვა და ფასი $0,9 და $0,8 მხარდაჭერის დონეებზე ქვევით ჩამოვარდა.
მნიშვნელოვანი იყო, რომ დაირღვა დიდი აღმავალი bullish ტრენდი, რაც $0,9-იანი ნიშნული იყო. ამ მომენტისთვის, რიპლის ფასი $0,81-ია, რაც თითქმის 10%-იანი კლების შედეგია დღეს, უახლოეს 24 საათში კი 6,8%-იანი კლება შეინიშნება. თუ ფასი $0,8-საც ჩამოსცდება, მოსალოდნელია სწრაფი დაღმასვლა $0,78-მდეც.
თუ ჩარტს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ფასი ზეწოლის ქვეშაა განსაკუთრებით $0,90-დან. რთული რამდენიმე დღის მიუხედავად, ბოლო 1 თვეში რიპლის ფასი 73%-ით გაიზარდა და მესამე ადგილს მყარად იკავებს წამყვან კრიპტოვალუტებში ბიტკოინისა და ეთერიუმის შემდეგ.
წყარო: www.newsbtc.com