top of page

სოფელი, სადაც ყველა ფლობს კრიპტოვალუტას


უკრაინის პატარა სოფელში მცხოვრები ყველა ადამიანი ფლობს კრიპტოვალუტას ადგილობრივი საკონსულოს ინიციატივის წყალობით. ისეთი კრიპტოვალუტებით, როგორიცაა ეთერიუმი და ბიტკოინი, მოქალაქეებს შეუძლიათ, იყიდონ კვერცხი, ხორცი, რძე, პური და ა.შ.


სოფელი  ელიზავეტოვკა დნეპროპეტროვსკის რეგიონში მდებარეობს.  საკონსულომ გადაწყვიტა, გაეტარებინა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული რეფორმები ისე, რომ საბიუჯეტო ფონდები არ დაზარალებულიყო. მეტიც, ამით სოფელში ადგილობრივი ბიუჯეტის გაჯანსაღებას აპირებენ.


„სოფელი ამ დროისთვის პირველია მსგავსი ინიციატივით მთელს უკრაინაში“ - აცხადებენ ადგილობრივ საკონსულოში. 


კრიპტო ინვესტიცია სოფლისთვის


ამ წამოწყების ინიციატორი მაქსიმ გოლოსნოი იყო, რომელიც ელიზავეტოვკას საკონსულოს ერთ-ერთი წარმომადეგნელია. მან დაახლოებით $500 დოლარის კარდანო შეიძინა, რაც სულ 1 500 ერთეულს შეადგენს. მას შემდეგ, რაც თავისი კრიპტოვალუტების ღირებულება $1500 დოლარზე ავიდა, მან 500 დოლარის ღირებულების კარდანო დაიტოვა და დანარჩენი კი მოსახლეობისთვის გადადო.


„ახლა, ყველა მოქალაქე ფლობს კრიპტოვალუტას“ აცხადებს ის.


გოლოსნოი პირდება მოსახლეობას, რომ მათ შეუძლიათ, გაანაღდონ საკუთარი კრიპტოვალუტები ნებისმიერ დროს. თუმცა, მოსახლეობა არ ჩქარობს, რადგან მათ  ჯერ კარგად არ ესმით კრიპტოვალუტების პრინციპები და ის ხეირი, რაც აქედან შეუძლიათ ნახონ.


გოლოსნოის გეგმაა, სამომავლოდ მიმართოს უკრაინის მინისტრთა კაბინეტს, რომ მოხდეს კრიპტოვალუტების მცირედი ინტეგრირება მაინც ბიუჯეტში, რათა ყველამ ნახოს, თუ როგორ შეიძლება მცირე ინვესტიცია დიდ მოგებად იქცეს.


გოლოსნოის განცხადებით, სოფლის ბიუჯეტს წლიურად 150,000 დოლარამდე აქვს, რისი ნაწილის კრიპტოვალუტებში ინვესტირებაც მომგებიანი იქნება მთელი სოფლისთვის.


წყარო: www.news.bitcoin.com

bottom of page