top of page

კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია ნახევარ ტრილიონს მიუახლოვდა


სტატიის წერის მომენტში კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია დაახლოებით $470 მილიარდია და არც თუ ისე ბევრია დარჩენილი ძალიან მნიშვნელოვან, ნახევარ ტრილიონიან ნიშნულამდე.


ვაჭრობის მოცულობაც გაიზარდა და $25 მილიარდიან ნიშნულზე ნარჩუნდება, ზოგ შემთხვევებში კი $30 მილიარდსაც აღწევს. მხოლოდ ჩინური ბირჟა Okex $2,5 მილიარდს ვაჭრობს, Bynance კი - $2,2 მილიარდს.


რაც შეეხება მთლიან კრიპტობაზარში სხვადასხვა კრიპტოვალუტების წილს, ის ძირითადად უცვლელი რჩება რამდენიმე გამონაკლისის გარდა. მაგალითად, ეთერიუმი გასული წლის დეკემბრის 9%-იანი მაჩვენებლიდან 17%-მდე გაიზარდა, ბიტკოინი კი 36%-მდე დაეცა.


მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინ ქეშის ფასი და, შესაბამისად, მისი წილიც მთელს ბაზარში გაიზარდა, ის კვლავ ჩამორჩება რიპლს, რომელიც მთელი კრიპტობაზრის 7,7%-ს შეადგენს.


კრიპტოვალუტების უმეტესობა დღეს გამწვანებულია და მათი ფასი 5%-დან 10% -მდე იმატებს. წამყვანი კრიპტოვალუტებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბიტქოინ ქეშის და ლაითქოინის შემთხვევაში ფიქსირდება .


ბიტკოინ ქეშის ფასი დღეს 200$-ით გაიზარდა და $1,700 ნიშნულს მიაღწია.


რაც შეეხება ისეთ ვალუტებს, როგორიცაა EOS, Tron, Cardano, Litecoin, დღეს ისინი საშუალოდ 5%-იან ზრდას ინარჩუნებენ.


როგორც წესი, ეთერიუმის ფასის ზრდა თებერვალში იწყებოდა და მაისში სრულდებოდა. წელს ამ პროცესებმა დაიგვიანა. ახლა, მაისი მხოლოდ დასაწყისია, ამიტომაც ეთერიუმისთვის შესაძლოა საკმაოდ ცხელ ზაფხულს ველოდეთ.


წყარო: www.trustnodes.com

bottom of page