top of page

5 რამ, რაც ბიტკოინს მწვერვალებს დააპყრობინებს


შენიშვნა: ეს არ არის საინვესტიციო რჩევა. მოცემული სტატია მომზადებულია ვებ-გვერდ www.bitcoinist.com-ის მიხედვით და წარმოადგენს მათ პროგნოზს. ამიტომ გთხოვთ, საინვესტიციო გადაწყვეტილებები მხოლოდ საკუთარ თავზე და მოძიებულ ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღოთ.


უსიამოვნო 3 თვის შემდეგ, რომლის დროსაც ბიტკოინი დაეცა და ყველა დროის მაღალი ნიშნულის ნახევარზე ნაკლები გახდა, კრიპტო ვალუტების ოქროს სტანდარტმა ბოლოსდაბოლოს საპირისპირო ტენდენცია გვაჩვენა. ბაზრის ლიდერი ამჟამად დაახლოებით $9200-ია, მაგრამ შეძლებს ბიტკოინი დაეწიოს და გაუსწროს წარსულში მიღწეულ მწვერვალებს? ეს ზუსტად არავინ იცის, მაგრამ არსებობს გარკვეული მიზეზები, რომლებიც ამ პროცესს ხელს შეუწყობს.


“უკეთესი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა”


როგორც Forbes-მა განაცხადა, პირველი, რასაც ბიტკოინის „ცაში გაშვება“ შეუძლია, არის ბიტკოინის ტრადიციულ ვალუტად გამოყენება. მაგრამ, ეს რომ მოხდეს, მეტად დაცული და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას. კრისტიან ფერი, BlockStar-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, განმარტავს:


“დავუშვათ ბიტკოინი გამოიყენეს, როგორც საცავი იმ იმედად, რომ ფასი გაიზრდება, ანუ როგორც ციფრული ოქრო. ამ შემთხვევაში უკეთესი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაა საჭირო, რომელიც დაჩრდილავს მთელს კრიპტო ეკოსისტემას, რათა ადამიანები ენდონ მას და დაიწყონ მისი გამოყენება. როცა ეს მოხდება, უფრო მეტი ადამიანი გამოიყენებს ბიტკოინს, ასე რომ მასშტაბირებადი ინფრასტრუქტურაც მნიშვნელოვანია.”


ფასის დასტაბილურება


ფერიმ Forbes-ს განუცხადა ისიც, რომ მხოლოდ უსაფრთხოების გაზრდა არ არის საკმარისი ბიტკოინის ტრადიციულ ვალუტად ქცევისთვის. ყველაფერთან ერთად, საჭიროა ფასის დასტაბილურება პროტოკოლის გაუმჯობესებით. ის განმარტავს:


“თუ ახალი გაუმჯობესებები განხორციელდა, რომლებიც ბიტკოინს (ან ბიტკოინის ორკაპს) ყოველდღიური შესყიდვების წარმოების (მაგალითად ყავის შეძენის) საშუალებას მისცემს, ჩვენ დაგვჭირდება დასტაბილურების მექანიზმი - ზემოთ აღნიშნულ უსაფრთხოების და მასშტაბირების მექანიზმებთან ერთად. ამ გზით, ყავა არ დაგიჯდებათ $5 დღეს და $50 ხვალ.”


ინსტიტუციონალური ინვესტორები


მესამე - ვირტუალურ ვალუტას დიდი ფული სჭირდება იმისთვის, რომ ახალ სიმაღლეებს მისწვდეს. და “დიდ ფულში,” ვგულისხმობთ ინსტიტუციონალურ ინვესტორებს. პაულ ა. ტეილორმა, ფაბრიკ ფაუნდეიშენის თავმჯდომარემ, Forbes-ს განუცხადა:


“ინსტიტუციებიდან კრიპროვალუტებში ფულის მოდინება კასკადურ ეფექტს გამოიწვევს და სულ უფრო მეტი ადამიანი ჩადებს ინვესტიციას ბიტკოინში.”


დარენ მარბელი CrowdfundX-იდან ეთანხმება ზემოთ აღნიშნულს და აცხადებს:


“ამ მომენტისთვის, ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ბიტკოინის ღირებულების ზრდის გასაღები აქვთ. ეჭვები ლიკვიდურობის, უსაფრთხოების, უზრუნველყოფის რისკის და აქტივების შენახვასთან დაკავშირებით აქამდე აკავებდა ინსტიტუციონალურ ინვესტორებს, ეყიდათ ბიტკოინი დეცენტრალიზებული ვალუტის გადაცვლის მეშვეობით.”


რეგულირებული ვალუტის გადაცვლა


უკვე ფართოდ არის ცნობილი, რომ დიდი ფულის მქონე ინვესტორებმა ბიტკოინის მოსინჯვა დაიწყეს - მაგრამ ინსტიტუციონალური ინვესტიციებიც რომ განხორციელდეს, რეგულირებულმა ვაჭრებმა კრიპტოვალუტით ვაჭრობაც უნდა დაიწყონ. მარბელმა Forbes-ს განუცხადა, რომ:


“მხოლოდ მაშინ, როცა რეგულირებული ბაზრები, როგორიცაა tZERO, Coinlist, ან თუნდაც NASDAQ - შექმნიან კრიპტო ვაჭრობის პლატფორმას, დაიწყება ჭკვიანი ფულის მოდინება პირდაპირ ბიტკოინში. როდესაც ეს მოხდება, კარები გაიხსნება და დავინახავთ ახალი პარადიგმის გამოჩენას; კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაცია $1 მილიარდს მიაღწევს და სათავეში ბიტკოინი იქნება .“


ETF-ები


ბოლო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც ბიტკოინის ახალ მწვერვალზე აყვანა შეუძლია, არის ბირჟაზე ნავაჭრი ფასიანი ქაღალდები - ეგრედ წოდებული ETF-ი. კრის კლაინი, BitcoinIRA.com-ის თანადამფუძნებელი და მთავარი ოპერაციული დირექტორი, Forbes-თან ინტერვიუში ამბობს:


“კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ETF-ები გაამარტივებს საბროკერო ანგარიშებით ვაჭრობას, რაც ასევე ხელს შეუწყობს ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ფასის ზრდას. ჩემი აზრით, ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების თანმხლები იმპულსით, მხოლოდ დროის საკითხია, ისევ როდის ახტება ფასები.”


წყარო: bitcoinist.com

bottom of page