top of page

Goldman Sachs-ი ბიტკოინით ვაჭრობას იწყებს


საინვესტიციო გიგანტმა ოთხშაბათს დაადასტურა, რომ Goldman Sachs-ი ბიტკოინით ვაჭრობის ფუნქციას ამატებს.


New York Times-ის ცნობით, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი ემზადება, დაასპონსოროს რიგი საინვესტიციო კონტრაქტებისა, რომლებიც ბიტკოინის ფასთანაა დაკავშირებული და სამომავლოდ ბიტკოინით ფიზიკურად ვაჭრობის დაწყებას აპირებს.


ამის შესახებ ხმები პირველად გასული წლის დეკემბერში დაიძრა და კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, რაც აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკმა კრიპტოვალუტების ექსპერტი და მოვაჭრე ჯასტინ შმიდტი დაიქირავა.


ახლა კი, ბანკმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ისინი მომხმარებლებს ახალ სერვისს შესთავაზებენ, რაც დაკავშირებული იქნება ბიტკოინთან. საყურადღებოა, რომ Goldman Sachs-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლოიდ ბლენკფეინი, გასული წლის ნოემბერში კრიპტოვალუტების მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი.


მიუხედავად იმისა, რომ Goldman Sachs-ი ბიტკოინთან ურთიერთბას იწყებს, რანა იერედი, Goldman-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი, აცხადებს, რომ ამ პროცესებში ჩართული ბევრი ადამიანი კვლავ სკეპტიკურადაა განწყობილი კრიპტოვალუტების მიმართ.


„მე არ ვთვლი, რომ ვარ ადამიანი, რომელიც ბიტკოინის მსოფლიო ვალუტად ქცევის იმედით იღვიძებს. ამ პროცესებში ჩართული თითქმის ყველა ადამიანი სკეპტიკურადაა განწყობილი ბიტკოინის ბანკის პროცესებში ჩართვის მიმართ“.


ამის მიუხედავად, ბანკმა დაინახა საკმარისი ინტერესი, რათა ბორდის დირექტორებს საკუთარი ფონდებით კრიპტოვალუტების ვაჭრობის დაფინანსებისთვის ხმა მიეცათ.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როცა კლიენტი გვეტყვის, მსურს ვიქონიო და შევინახო ბიტკოინი ან ბიტკოინ ფიუჩერსებიო, ჩვენ მას ეს სერვისი მივაწოდოთ“ - აცხადებს იერედი.

საბოლოოდ, ბანკს იმედი აქვს, რომ დასტურს მიიღებს ფედერალური რეზერვებიდან და მაღალი დონის პირებისგან, რათა საბოლოოდ შეძლონ რეალური ბიტკოინებით ვაჭრობა, რომელთაც ირონიულად „ფიზიკური ბიტკოინები“ ეწოდება.


წყარო: ccn.com

bottom of page