შეუძლია Aion-ის ბლოკჩეინის ერთ-ერთი დიდი პრობლემის გადაჭრა?
Aion-ი მრავალმხრივი ბლოკჩეინის ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს უდიდესი ბლოკჩეინის ადაპტირებასთან დაკავშირებული პრობლემებს მიმართოს, ბოლო დროს პოპულარობის ზრდით გამოირჩევა და კარგი მიზეზითაც.
Aion-ის მთავარი ქსელი საჯაროდ 2018 წლის 25 აპრილს ჩაეშვა, რითიც ის პირველი ბლოკჩეინ პლატფორმა გახდა, რომელიც კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და გამოყენების საშუალებას იძლევა (ინტეროპერაბელობა). ეს პოტენციურად დიდი გავლენას იქონიებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიასა და იმ პროექტებზე, რომლებიც მას იყენებენ.
როგორ მუშაობს Aion ?
ახალი ბლოკჩეინ პროექტები საგანგაშო სისწრაფით ვითარდება. ეს ბევრს ნიშნავს,როდესაც ტექნოლოგიების ადაპტირებასა და მისი მრავალფეროვანი გზებით გამოყენებას ეხება საქმე, მაგრამ ამ ყველაფერს დიდი პრობლემაც მოსდევს: როგორ იმუშავებენ ეს ბლოკჩეინ პროექტები ერთმანეთთან? პასუხი - „მათ ეს ჯერ არ შეუძლიათ“.
კომპიუტერებს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პრობლემა ზუსტად ის არის, რის მოგვარებაზეც Aion მუშაობს. მათ სურთ ყველა ბლოკჩეინის დაკავშირება, რათა მათ მარტივად შეძლონ თანამშრომლობა. ეს საშუალებას მისცემს ტექნოლოგიების ადაპტირებას, რათა ისინი მართლაც ფართომასშტაბიანი გახდეს. დეცენტრალიზებულ სამყაროში, სადაც ყველა ინდუსტრიაში ბევრი ცალკეული ბლოკჩეინის პლატფორმაა, ინტეროპერაბელური ეკოსისტემის შექმნა მნიშვნელოვანი იქნება, რათა ყველა ამ სხვადასხვა ბლოკჩეინმა ინტეროპერაბელური ერთმანეთთან დაკავშირება და ბიზნესის წარმოება შეძლოს.
Aion-ის მრავალფუნქციური ბლოკჩეინის ქსელი კომპიუტერულ ქსელს ჰგავს, რომელიც კომპიუტერებს მსოფლიოს გარშემო ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას აძლევს, მაშინაც კი, თუ ისინი სხვადასხვა სისტემებს იყენებს. მას შემდეგ, რაც Aion-ის ქსელით სხვადასხვა ბლოკჩეინები ერთმანეთს დაუკავშირდება, მათ შეეძლება ჯაჭვის შიგნით ტრანზაქციის განხორციელება, აპლიკაციის შექმნა, დეცენტრალიზებული ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა და სხვა.
Aion-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, მეთიუ სპოუკმა ცოტა ხნის წინ TechCrunch-ს განუცხადა:
„ქსელის ძირითად დიზაინს სხვადასხვა ქსელების, სამარშრუტო მონაცემებისა და ტრანზაქციების დასაკავშირებლად ვქმნიდით, რაც სხვა ბლოკჩეინის ქსელებთან „ხიდის“ აშენების საშუალებას იძლევა. საჯარო ქსელი ბლოკჩეინებს შორის გაცვლას უზრუნველყოფს.”
Aion-მა თავისი whitepaper-ი 2017 წლის 31 ივლისს გამოუშვა. 9 თვის დატვირთული მუშაობის შემდეგ, Aion-ის გუნდი მზად იყო თავისი ქსელის საზოგადოებისთვის წარდგენისთვის.
Aion-ის ქსელის მთავარ ქსელში გაშვება
25 აპრილს, Aion-ის გუნდმა საჯაროდ გაუშვა თავიანთი მთავარი ქსელი. მას Kilimanjaro ჰქვია. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, სანამ ეს ტექნოლოგია ფართო მოხმარების გახდება. თუმცა, ეს Aion-სთვის პირველი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, რათა ბლოკჩეინის ინტეროპერაბელობა დანერგოს მსოფლიოში.
როგორც TechCrunch-თან საუბრისას განაცხადეს:
„ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება რამდენიმე წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურაზე ფოკუსირება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფენებს სწორად ვუმკლავდებით. ყოველჯერზე, როდესაც მონაცემის გადაადგილება გსურთ, იქმნება უსაფრთხოების პრობლემები და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მისი გამოყენებისას კარგად შეგვეძლება ყველაფრისთვის თვალყურის დევნება.“
Aion ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და დიდი დრო დასჭირდება, სანამ ფეხზე დადგება. მაგრამ თუ დაინტერესებული ხარ პროექტში ჩართვაზე, მათი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება უკვე შეგიძლია.
რა მომავალი აქვს Aion-ს?
2018 წლის მეორე ნახევარი Aion-სთვის და მისი თანამეგობრობისთვის მართლაც საინტერესო პერიოდი იქნება, რადგან Kilimanjaro-ს მთავარ ქსელში უამრავი ახალი ფუნქციების დამატებას გეგმავენ და მომხმარებლები უკვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებას იწყებენ.
მათი მონეტის (AION) ღირებულების ზრდა არ იქნება გასაკვირვი, ვინაიდან მათ რეალური სამუშაო პროდუქტი აქვთ. AION ამჟამად სავაჭროდ ხელმისაწვდომია რამდენიმე პოპულარულ ბირჟაზე, მათ შორის Binance, Liqui, EtherDelta, KuCoin და სხვა. AION არის ERC-20 ტოკენი, ამიტომ მისი შენახვა შესაძლებელია საფულეში, რომელიც ეთერიუმზე დაფუძნებულ ტოკენებსაც ინახავს.
თუ გუნდი თავისი მიზნის მიღწევას შეძლებს - კერძოდ კი ბლოკჩეინისთვის ინტეროპერაბელობის დამატებას - მაშინ ბლოკჩეინის სამყაროში ისინი დიდი მოთამაშეები გახდებიან, რითიც მთლიანად გარდაქმნიან იმ ტექნოლოგიას, რომელიც ჩვენ დღეს ვიცით.
წყარო: investinblockchain.com