top of page

ვერჯი ზრდას განაგრძობს


გუშინ ჩვენ ვნახეთ ვერჯის მნიშვნელოვანი ზრდა. ის ნამდვილად გამოირჩეოდა თავისი კონკურენტებისგან - ბაზრის დიდი ნაწილი შემცირებას განიცდიდა.


საბედნიეროდ, ეს შემცირება დაკომპენსირდა ვერჯის პროგრესით, მაგრამ არ შეჩერებულა.


ვერჯის პროგრესი გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით; კონკრეტულად Bitfinex-ზე მისი დამატებით და სპეკულაციებით იმის შესახებ, რომ ვერჯი Spotify-ს უახლოვდება, რაც ისე ჩანს, თითქოს ვერჯის გაერთიანება ცდილობს, Spotify XVG-ის მეშვეობით გადახდების მიღებაზე დაითანხმოს. ეს ძალიან თამამი ნაბიჯია, განსაკუთრებით მათ Midgeek-თან და PornHub-თან გაერთიანების შემდეგ.


ამ მომენტისთვის, ვერჯი $0,083 ღირს, რაც 8,70%-იანი ზრდის შედეგია. ჩვენ ვნახეთ ვერჯის უმაღლესი ნიშნული - $0,095 - რამდენიმე კვირის წინ PornHub-ის ნიუსამდე, მაგრამ, ვალუტის ახალი ძვრები ძველი ნიშნულისკენაა მიმართული. მეტიც, ვერჯმა მნიშვნელოვანი შემცირება ნახა ბაზრის კაპიტალიზაციის კუთხითაც.


ABRA მობილურის აპლიკაციაა, რომელიც კრიპტოვალუტებს ოფციების გადაცვლებისთვის ინახავს გონიერი კონტრაქტების დახმარებით. გუშინ, აბრამ დააანონსა, რომ ვერჯი დაემატება მათ აპლიკაციას Monero-ს, NEO-ს, NEM-სა და Lisk-ის გვერდით.


აბრას პრეს სამსახურის განცხადებით:


“ჩვენ გვინდა, გახაროთ, რომ Monero (XMR), NEO (NEO), NEM (NEM), Lisk (LSK) და ვერჯი (XVG) აბრას აპლიკაციას დაემატება. ამ აპლიკაციის საშუალებით, თქვენ შეძლებთ 25 კრიპტოვალუტასა და 50-ზე მეტ ტრადიციულ ვალუტაში ინვესტირებას. გაცნობებთ, როდესაც ეს მონეტები უკვე ხელმისაწვდომი იქნება პლატფორმაზე და ეს შემდეგი კვირისთვის მოხდება! გექნებათ შესაძლებლობა, იყიდოთ ეს მონეტები საბანკო ანგარიშით ან ბიტკოინით. აბრას კონტრაქტზე დაფუძნებული ინვესტირების პლატფორმა გვაძლევს საშუალებას, სწრაფად დავამატოთ სინთეტიკური აქტივები მას შემდეგ, რაც ის ჩვენი ანალიტიკოსების შემოწმებას გაივლის. ვმუშაობთ მეტი ციფრული აქტივის დამატებაზე, ასე რომ არ მოგერიდოთ, დაგვიკომენტარეთ, რომელ კრიპტოვალუტას ისურვებდით აბრას პლატფორმაზე მომავალში. ნამდვილად ვაფასებთ თქვენს ფიდბექს! ჩვენ უკვე გვყავს მომხმარებლები 75 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათგან ყველაზე აქტიური არის აშშ, დიდი ბრითანეთი, ფილიპინები, კანადა, ავსტრალია და გერმანია. ჩვენი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტები ტრანზაქციების მიხედვით არის ბიტკოინი, რიპლი, ეთერიუმი, ლაითკოინი და სტელარი. თვალი გვადევნეთ, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი სიახლეები მომავალი კვირისთვის.”

ეს კარგი ამბავია ყველა კრიპტოვალუტისთვის, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების ღირსი ვერჯის პროგრესი და მისი Butfinex-ზე დამატებაა.


რაც უფრო იზრდება XVG, ჩნდება შთაბეჭდილება, თითქოს ვალუტა საბოლოოდ გამოკეთდა პორნჰაბის ანონსისას მიღებული ტრავმისგან. ამ ანონსმა ვერჯის ფასისა და ბაზრის კაპიტალიზაციის დიდი ვარდნა გამოიწვია, ძირითადად იმედგაცრუებით დაწყებული მასიური გაყიდვის გამო. ვერჯის გაერთიანებამ თავი მოტყუებულად იგრძნო.


ახლა, როდესაც სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებს ინვესტირებას ვერჯში, შესაძლოა ძველი ინვესტორებიც დაუბრუნდნენ ვალუტას, რადგანაც მათ სჯერათ ფასის ზრდის, ან, შესაძლოა, პორნჰაბის გამოწერის (subscription) საყიდლად ვერჯს შეიძენენ.


ორივე შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ ვერჯი კიდევ ერთხელ გაიზრდება. მოდით, გავაგრძელოთ ვერჯისთვის თვალის დევნება და გავიგებთ რა გადაწყვიტა გუნდმა.


შენიშვნა: ეს არ არის საინვესტიციო რჩევა. მოცემული სტატია მომზადებულია ვებ-გვერდ www.cryptodaily.co.uk-ის მიხედვით და წარმოადგენს მათ პროგნოზს. ამიტომ გთხოვთ, საინვესტიციო გადაწყვეტილებები მხოლოდ საკუთარ თავზე და მოძიებულ ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღოთ.


წყარო: Cryptodaily.co.uk


bottom of page