“ბლოკჩეინი გააკეთებს გადარიცხვებისთვის იმას, რაც ინტერნეტმა გააკეთა ინფორმაციისთვის”
IBM-ი, ამერიკის მულტინაციონალური ორგანიზაცია, სერიოზულადაა დაინტერესებული ბლოკჩეინით და ინტენსიურად მუშაობს მის დანერგვასა და გამოყენებაზე. ახლახანს, მათ დააპატენტეს ლიცენზია, რათა ერთმანეთთან დააკავშირონ ბლოკჩეინი და “საგნების ინტერნეტის” (Internet of Things) მოწყობილობები, რომლებიც დაკავშირებულია საიუვილერო კონსორტიუმთან.
ახლა ისინი მუშაობენ აბსტრაქციებისა და თეორიების პრაქტიკულ გამოყენებასა და დანერგვაზე. გუნდმა გადაწყვიტა განემარტა, როგორ მოხდება მათი ტექნოლოგიის განვითარება და დანერგვა.
ცნობილი გამონათქვამი, რომელიც IBM-ის აღმასრულებელ დირექტორს, გინი რომეტის, ეკუთვნის:
“ბლოკჩეინი გააკეთებს გადარიცხვებისთვის იმას, რაც ინტერნეტმა გააკეთა ინფორმაციისთვის”
ბლოკჩეინ 3.0
მესამე თაობის ბლოკჩეინი ამჟამად გაფართოების პროცესს გადის საკუთარი პროტოკოლის მიღმა, რაც ნიშნავს სხვა სისტემებთან, სერვისებთან, ანალიტიკებთან და ზოგადად გარე სამყაროსთან დაკავშირებას. IBM-ის გუნდმა შექმნა “ვოტსონის საგნების ინტერნეტის პლატფორმა”, რომელიც დაკავშირებულია ბლოკჩეინთან და “საგნების ინტერნეტის” მოწყობილობებს საშუალებას აძლევს, გააგზავნონ ინფორმაცია პირად ლედჯერში. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, საერთო ტრანზაქციებს და გაყალბებისგან დამცავ მექანიზმებს შეიცავს.
საგნების ინტერნეტი ბლოკჩეინთან და ვოტსონის პლატფორმასთან
IBM-ის ბლოკჩეინის გადანაწილებული რეპლიკაცია ბიზნეს პარტნიორებს საშუალებას აძლევს, ჰქონდეთ წვდომა და მოამარაგონ “საგნების ინტერნეტი” ინფორმაციით ისე, რომ არ იყოს ცენტრალური კონტროლისა და მართვის საჭიროება. ყოველი ტრანზაქცია დადასტურებადია ბიზნეს პარტნიორების მიერ, რომლებიც თავს აარიდებენ უთანხმოებას და დარწმუნდებიან იმაში, რომ თითოეული პარტნიორი სამართლიანად ახორციელებს ტრანზაქციებს.
ვატსონის პლატფორმა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დაამატოს შერჩეული “საგნების ინტერნეტის” ინფორმაცია თავიანთ პირად ბლოკჩეინში. როგორც კომპანიის პოსტი იტყობინება, დაცული ინფორმაცია გაზიარებულია მხოლოდ ბიზნეს პარტნიორებში, რომლებიც გარიგებაში მონაწილეობენ.
გუნდის განცხადებით:
“ბლოკჩეინის,იზოლირებულ, ცალკე მდგარ გამოსავლად წარმოდგენა სინამდვილეში შემაფერხებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლის ამ ტექნოლოგიის სრული პოტენციალის გამოვლენას.“
ინფორმაციის დემოკრატიზება და სრულიად შეცვლილი დაკავშირების სისტემა არა მარტო გვიხსნის ახალ შესაძლებლობებს, არამედ ვაწყდებით ახალ გამოწვევებსაც.
IBM-ის ხელმძღვანელმა განაცხადა:
“ჩემი გუნდი ამ გამოწვევებს უყურებს, როგორც შესაძლებლობას, ვაჩვენოთ ჩვენი გამოცდილება. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დავეხმაროთ ჩვენს კლიენტებს,რომ გადააწყონ თავიანთი პროცედურები და ინტეგრირდნენ ჩვენს ქსელში. ყველას გეპატიჟებით, შემოგვიერთდეთ ბლოკჩეინ 3.0-ში.”
წყარო: ambcrypto.com