top of page

ბრიტანეთის ფინანსური გურუ Facebook-ის წინააღმდეგ საქმეს აღძრავს


ბრიტანეთის სატელევიზიო პიროვნება, მარტინ ლუისი, Facebook-ს ცილისწამებისათვის უჩივის, რადგან  სოციალურმა მედია გიგანტმა ვერ შეძლო ყალბი რეკლამების გაკონტროლება. ამ ყალბი რეკლამებიდან ზოგიერთი თაღლითურ კრიპტოვალუტებს უწევდა წახალისებას.


მარტინ ლუისი - ადამიანი, რომელმაც  დააარსა ბრიტანეთის უმსხვილესი სამომხმარებლო ვებ-გვერდი MoneySavingExpert.com და ბრიტანეთის ნაციონალურ ტელევიზიაზე საკუთარი შოუ (ITV’s The Martin Lewis Money Show) აქვს, - Facebook-ის წინააღმდეგ პირად სარჩელს აღძრავს.


მან განაცხადა, რომ გასულ წელს მარტო Facebook-მა 50-ზე მეტი ყალბი რეკლამა გამოაქვეყნა მისი სახისა და სახელის გამოყენებით. ზოგიერთ რეკლამას ვებ-გვერდზეც გადაჰყავხარ, სადაც  რეპუტაციის მქონე საინფორმაციო გამომცემლები, როგორიცაა BBC, იჩენს თავს.


თაღლითობას მიეკუთვნება „გახდი მდიდარი“ სქემები, როგორიცაა "Bitcoin კოდი" ან "Cloud Trader". იანვარში ICO- ების, კრიპტოვალუტებისა და ბინარული ოფციონების რეკლამის აკრძალვის გზით, Facebook- მა უკანონო და მატყუარა რეკლამების საწინააღმდეგო პრაქტიკა გაატარა.


მარტინ ლუისმა განაცხადა: "საკმარისია. მე უკვე ერთი წელია ვცდილობ Facebook-ის შეჩერებას, შეწყვიტოს ჩემი სახისა და სახელის გამოყენება თაღლითურ რეკლამებში, რათა ადამიანები არ მოტყუვდნენ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ გრძელდება. მე უკვე დავიღალე ყოველჯერზე იმის მოსმენით, რომ კიდევ ერთი ადამიანი გახდა თაღლითების მსხვერპლი, რადგან ჩემ მიმართ ნდობა აქვთ. ერთ ქალბატონს, ამის გამო, £ 100,000-ზე მეტიც წაერთვა.“


BBC-ის Today Programme-ში საუბრისას, ლუისმა განაცხადა, რომ რეკლამები „დიდ ბრიტანეთში ალბათ მილიონობით ადამიანმა ნახა.“ ინტერვიუში მან თქვა:


„მე დღეში ხუთ შეტყობინებას ვიღებ ხალხისგან, სადაც მეუბნებიან,რომ ჩემი ბიტკოინის რეკლამა ნახეს და შემოწმება სურთ. თუ ამდენი ადამიანი მიკავშირდება დასაზუსტებლად, რამდენი შეიძლება პირდაპირ იღებდეს ამას? "


ყალბი ამბებისა და Cambridge Analytica-ს სკანდალის შემდეგ, მარტინ ლუისი მოუწოდებს Facebook-ს, პასუხისმგებლობა აიღოს იმ ფასიან რეკლამებზე, რომლებსაც უშვებს. მან განაცხადა, რომ ის რეკლამირებას არ აკეთებს, რამაც საშუალება უნდა მისცეს „სახის ამოცნობაში წამყვან პლატფორმას“ ყალბი რეკლამების შეჩერებაში. მიუხედავად ამისა, Facebook-ის სისტემა ინდივიდებს საშუალებას აძლევს, გაავრცელონ ყალბი რეკლამები. მაშინაც კი, როდესაც ყალბი რეკლამის შესახებ კომპანიას შეატყობინებენ, "ის შეიძლება დარჩეს დღეების ან კვირეების განმავლობაში. საბოლოოდ კი, როდესაც მას მოაშორებენ, თაღლითები ახალს იწყებენ, თან თითქმის იდენტურ კამპანიას ძალიან მალევე და მთელი პროცესი ისევ მეორდება.“


ლუისს იმედი აქვს, რომ Facebook-თან  ამ საკითხის განხილვის განმეორებითი მცდელობების შემდეგ, სასამრთლოში მაინც მოახერხებს მათთვის სათქმლის მიტანას. მისი თქმით, ნებისმიერი მოგებული ფული ანტი-თაღლითური ქველმოქმედებისთვის იქნება შეწირული.


წყარო: coindesk.com

bottom of page