40 ტრილიონიანი კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია შესაძლებელია
კრიპტოვალუტების ჰეჯ ფონდის, Pantera Capital-ის, დამაარსებელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას შესაძლებელი ჰგონია, ერთ დღესაც კრიპტობაზრის კაპიტალიზაციამ $40 ტრილიონს მიაღწიოს.
„მე მგონია, რომ ძირითადი კრიპტოვალუტების ფასი რამდენჯერმე დაბალია მათ რეალურ ღირებულებაზე, რომელიც ადრე თუ გვიან დაფიქსირდება.“ - განაცხადა დენ მორჰედმა. „ინდუსტრია, რომლის კაპიტალიზაციაც ახლა $400 მილიარდია, შეიძლება მალე $4 ტრილიონზე და $40 ტრილიონზე მეტიც ღირდეს“.
„შეუძლებეილა $400 მილიარდის ღირებულების აქტივის დიდი ხნით იგნორირება“.
იმისათვის, რომ ბაზრის კაპიტალიზაციამ $40 ტრილიონს მიაღწიოს, საჭიროა დღევანდელი ფასები დაახლოებით 10,000%-ით გაიზარდოს. უხეშად კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიტკოინის ფასი $1 მილიონამდე უნდა ავიდეს.
როგორც CNN იუწყება, Pantera-მ 7 წლიანი არსებობის მანძილზე მეოთხედ გამოსცა რეკომენდაციები ბიტკოინის ყიდვასთან დაკავშირებით. მათ, ვინც ამ რეკომენდაციებს დაუჯერეს, დაახლოებით 30%-იანი მოგება ნახეს, რადგან მას შემდეგ ბიტკოინის ფასი $2,000-ით გაიზარდა.
საინტერესოა, რომ მორჰედმა გასული წლის დეკემბერში განაცხადა ბიტკოინის ფასის სავარაუდო განახევრებაზე, რაც ასეც მოხდა.
Pantera, რომელიც 2011 წელს დაარსდა, დაახლოებით $1 მილიარდის აქტივებს ფლობს, რომელთა 10%-იც ბიტკოინშია.
წყარო: ccn.com