top of page

გასული კვირა კრიპტოვალუტების ბაზრისთვის


ფასების მაჩვენებელი:

  • ბიტკოინის ფასი მეორე კვირაა ზედიზედ 15%-ით იმატებს. ასეთი ზრდა ორი კვირის წინანდელი მცირედი მატების შემდეგ გრძელდება. გასული კვირის დასაწყისში ფასის 8,400 აშშ დოლარამდე დაცემის შემდეგ, მისი ღირებულება 9,400 დოლარამდე გაიზარდა. მიუხედავად ფასების ზრდისა, ბიტკოინის დომინანტური პოზიცია ოდნავ დაეცა ზედიზედ მეორე კვირაა. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, სწრაფი ფასის ზრდა მოცულობის დიდი რაოდენობის დამსახურებაა.

  • გასულ კვირას ეთერიუმის ფასმა 30%-ით მოიმატა. ეს ხდება იმის მერე, რაც ვალუტის მოცულობა Robinhood- ის კრიპტო ბირჟის გაფართოების დამსახურებით გაიზარდა. სხვა ფუნდამენტურმა ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ეთერიუმის უკიდურესი დეცენტრალიზაციით გამოწვეული პოტენციური დერეგულაციაა ფასების ზრდის მიზეზი. ტექნიკური ანალიტიკოსები კვლავაც განაგრძობენ იმის მტკიცებას, რომ ფასების ზრდა გაზრდილი მოცულობის შედეგია.

  • გასულ კვირას მთლიანმა კრიპტო ბაზარმა 40%-იანი ზრდა განიცადა გასული კვირის 20% -ის შემდეგ. Monero-მ მხოლოდ 12%-იანი ($ 1 მილიარდის) მატება ნახა. ფასების ზრდის მოლოდინი ისევ იდგამს ფეხს ბაზარზე.

ათვისება:

  • სირიელ ლტოლვილთა ბლოკჩეინი: ეთერიუმ ბლოკჩეინის ორკაპის მეშვეობით სირიელ ლტოვლილებს ეძლევათ საშუალება მაღაზიაში სელფის მეშვეობით თავიანთი პირადობა დაადასტურონ, რასაც ისინი თავიანთი ციფრული საფულის გამოყენებით შეძლებენ.

  • NASA ეთერიუმს ღრმა კოსმოსის გამოსაკვლევად გამოიყენებს: NASA-მ 330,000 აშშ დოლარის გრანტი გასცა ტექნოლოგიების მშენებლობისთვის, რათა გონიერი კონტრაქტების გამოყენებით აღმოაჩინოს და თავიდან აიცილოს სივრცის ნამსხვრევები, რაც ნიშნავს, რომ სატელიტებისგან მიიღებს მონაცემებს, და არა მეცნიერებისგან.

რეგულირება და აღსრულება:

  • Bitmain-ის აშშ-ში შემოჭრა: ჩინეთის ბიტკოინის მაინინგის გიგანტმა, Bitmain-მა მიიღო დასტური აშშ-ს ბიტკოინის მაინინგ ოპერაციის განსახორციელებლად. წლების განმავლობაში ლობირების შემდეგ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა და იჯარით გაცემით გაგრძელდება, რომელიც დამატებით 40 სამუშაო ადგილს შექმნის.

  • ბიტკოინ ნარკოტიკები: გასულ კვირას ავსტრალიელი ქალი შავ ქსელში ნარკოტიკების შეძენის ბრალდებით დააკავეს. ხელისუფლებამ არ დააკონკრეტა, გამოიყენა თუ არა პოლიციამ ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა Bitfury’s Crystal.

  • რუსეთმა აკრძალა Telegram მაშინ, როცა 3 კვირის წინ კომპანიის 2 მილიარდი ევროს ოდენობით ICO-ზე გავიდა. კომპანია აკრძალეს მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნაზე, გადაეცათ მათთვის შიფრირების გასაღებები, მათ უარი განაცხადეს.

სტარტაპები:

  • Coinbase-მა გასულ კვირას Earn.com იყიდა $ 120 მილიონად. ეს ამბავი არც ისე მოულოდნელი იყო და თვეების განმავლობაში განიხილებოდა. Earn.com- ის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი Coinbase- ის CTO გახდება. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამ გარიგებას "ტალანტის შეძენას" უფრო უწოდებს.

  • Pornhub მიიღებს Verge-ს: Pornhub-მა განაცხადა, რომ მიიღებს XVG-ს კრიპტოვალუტას. როგორც პოპულარული საიტის პოსტში იყო ნათქვამი, XVG შეირჩა მისი ანონიმური შესაძლებლობების გამო.

  • Cambridge Analytics გეგმავდა ICO- ს: Facebook-ის მონაცემების განხილვის ცენტრში მყოფი კომპანია 30 მილიონი დოლარის ოდენობის ICO-ს გეგმავს. მარეგულირებელი მოქმედებების, აღმასრულებელი გადადგომებისა და რამდენიმე საპარლამენტო ჩვენების შემდეგ, კომპანიის მომავალი გაურკვეველი რჩება.

წყარო: ccn.com

bottom of page