top of page

Nasdaq-ი საინტერესო განცხადებას აკეთებს


დაივიწყეთ, რომ ბიტკოინის და სხვა წამყვანი კრიპტოვალუტების ფასი ოთხშაბათს შედარებით დაეცა. სწორედ ესაა ჯანსაღი და ანგარიშგასაწევი ბაზარი. ეს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა საზოგადოებას ადენა ფრიდმანმა, Nasdaq-ის აღასრულებელმა დირექტორმა CNBC-სთან ინტერვიუში.


ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები უფრო მეტია, ვიდრე ახალი რეალობა და ახალი ტრენდი. ისინი ახალი ვალუტებია და გადახდის საშუალებები. შედეგად, ბევრი ტრადიციული ინვესტორი ანიჭებს უპირატესობას გადახდის ასეთ საშუალებას. Nasdaq-ი კიდევ უფრო ამყარებს ამ პოზიციას.


„მე მჯერა, რომ კრიპტოვალუტების პოპულარობა ზრდას გააგრძელებს. მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის დამკვიდრდება გადახდის უფრო პოპულარულ გზად.“ განაცხადა ფრიდმანმა: „როცა კრიპტოვალუტებს შეხედავ და იკითხავ, გინდა თუ არა იყო ამ დიდი ბაზრის ნაწილი, Nasdaq-ის პასუხია: ცხადია, ჩვენ განვიხილავთ ამ შესაძლებლობას“.


Nasdaq-ი უკვე უჭერს მხარს არსებულ კრიპტობირჟებს. ოთხშაბათს კომპანიამ გაასაჯაროვა მათი კოლაბორაციის შესახებ კრიპტობირჟა Gemini-სთან, რომლის შემქმნელები გამოცდილი კრიპტოინვესტორები ტაილერი და კამერონ უინკლვოსები არიან.


ერიკ ერვინი, Reality Shares-ის აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ „თუ შეაფასებთ კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესს 1-დან 10-მდე, ფრიდმანი დაახლოებით 6-იან ნიშნულთანაა“. არასწორი იქნება ფრიდმანის კომენტარი გავიგოთ ისე, თითქოს Nasdaq-ი უკვე მუშაობს კრიპტოვალუტების ბირჟის მექანიზმზე. თუმცა, მათ აქვთ ბიტკოინის ფიუჩერსების კონტრაქტი მუშაობის პროცესში. მოსკოვის საფონდო ბირჟამ გასულ წელს განაცხადა, რომ როცა ქვეყანაში რეგულაციის საკითხები ზუსტად გადაწყდება, ისინი ახალ პლატფორმას ჩაუშვებენ კრიპტოვალუტებისთვის.


პოზიტიური სიახლეების ტალღას ისიც აძლიერებს, რომ ჯორჯ სოროსი, რომლის საინვესტიციო ფირმა $26 მილიარდის მფლობელია, კრიპტოვალუტებით ვაჭრობაში ჩართვას აპირებს. Venrock-ი, ფირმა, რომელიც როკფელერების ოჯახთანაა დაკავშირებული, პარტნიორობას იწყებს CoinFund-თან. ერთად ისინი საერთო კრიპტოვალუტის გამოშვებას აპირებენ .


ნიუ-იორკში არსებული საინვესტიციო ფირმის, Blackhawk Partners-ის, აღმასრულებელი დირექტორი, ზიად აბდელნორი, აცხადებს, რომ „თუ თქვენ ფიქრობთ, რომ უკვე გვიანია ჩაერთოთ ბაზარში, რომელიც შეიძლება ყველა დროის ყველაზე მომგებიანი ბაზარი იყოს, ძალიან ცდებით“.  მისი აზრით, Nasdaq-ი ცდილობს, არ ჩამორჩეს ამ ტრენდს და არ თქვას უარი ახალ შესაძლებლობებზე.


წყარო: forbes.com


bottom of page